) შავმა „ქემრიმ“, სულ ოთხმა მანქანამ. ამას დამატებით მინიმუმ ერთი მონჭყრეული „შკოდა“, რომელიც ჩემს მანქანასთან შორიახლოს იდგა პარკინგზე.
ოფისიდან გვსდიეს. როცა დავრწმუნდით, რომ ნამდვილად ჩვენ მოგვდევდნენ, გადავუხვიეთ „ფორმულასკენ“ და შევედით მის ეზოში.
ბევრი კითხვა მაქვს: ოთხი მანქანა (და კიდევ მინიმუმ ერთი ატასაზე მდგომი მანქანა) რატომ მოაცდინეს ჩემზე? ან რატომ არ დამირეკეს, თუ რამე საქმე აქვთ აღძრული? რატომ არ გამაჩერეს, სანამ ჰქონდათ შესაძლებლობა? ის შავი „ქემრი“ ვინ იყო? რატომ არ ეყენა ნომერი?“— წერს გიორგი მონავარდისაშვილი სოციალურ ქსელში
📌 სამოქალაქო აქტივისტმა თათუშა არველაძემ „ფორმულას“ ეთერში მომხდარის დეტალებზე ისაუბრა:
💬 „საბურთალოს მიმართულებით მოვდიოდით. მომენტალურად, როცა ჩვენი მანქანა დავძარით, ჩვენი მიმართულებით, პატრულის ორმა ეკიპაჟმა მაქანა მოატრიალა და გამოგვყვა. ამ 2 ეკიპაჟის გარდა იყო დაბურული შკოდა და მანქანა, ნომრების გარეშე... იქამდე გვსდიეს, სანამ „ფორმულას“ ეზოს არ შევაფარეთ თავი“
🔻 2 თებერვალს, „თბილისი მოლთან“ გამართული აქციიდან გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ჩანდა თუ როგორ დაესივნენ გიორგი მონავარდისაშვილის მანქანას ნიღბიანი, აგრესიული საპოლიციო ძალები
💬 „ იქ შეკრებილ ხალხს სოლიდარობას ვუცხადებდი სიგნალებით და "ცეცხლი ოლიგარქიას" ძახილით. არცერთი წამით მანქანა არ გამიჩერებია, მოვყვებოდი საცობს... უცებ მანქანასთან მომვარდა ერთი 20 ნიღბიანი პირი, მოაქციეს მანქანა ალყაში და დაუწყეს მანქანას ხელების რტყმა, გინება და მუქარები. დამიზიანეს ფარი. შუშის ჩამტვრევას ცდილობდნენ და არ გამოუვიდათ“ — წერს გიორგი მონავარდისაშვილი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев