ფანტელები,
რომელთაც, შემთხვევით, გამოჰყვა იმედი,
იმედი, რომელმაც გული გაიარა,
როცა გადათოვლა, სიცივემ, ფიქრები,
პირველ თოვლს გილოცავ, ჩემო
სიხარულო,
სიყვარულს გჩუქნი და არასდროს
ვიღლები,
ბევრი არ მეძებო, თუ მოგენატრები,
მე, სულის საყდარში, ცის კართან ვიქნები,
მიყვარხარ, მიყვარხარ, მინდა, რომ
ვიყვირო,
მინდა რომ გაცხადდნენ, ნანახი, სიზმრები,
მე თოვლის სითეთრით სტრიქონებს
დაგიწერ,
როცა წაიკითხავ, ყველაფერს მიხვდები,
დათოვლილ ბილიკზე ნატერფალს
გიტოვებ
და შენს მოლოდინში, ფიფქებად, ვიშლები,
ფანტელებს თვალები ჰქონიათ,იცოდი?
სწორედ მათ დათვალეს დაღლილი
ფიქრები,
თვალები სავსე მაქვს ზეცის ანარეკლით
და ჩემს გზას, ჯერ კიდევ, სულ მარტო
მივყვები,
არავინ არ მინდა, შენს გარდა, იცოდე,
სუნთქვისთვის, იცოდე, მხოლოდ შენ
მჭირდები...
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев