გამეფანტა და ახლა მივხვდი,
რამდენი რამე შეიცვალა სანამ გეძებდი,
მე გაზაფხულმა მიმატოვა დაბნეული და
შენს მოლოდინში შემოდგომის კართან
ვჩერდები,
მინდა, რომ გნახო, ერთხელ მაინც, სანამ
გული ძგერს,
იმედს არ ვკარგავ, რომ ოდესმე, მაინც
შეგხვდები,
ჩაგეხუტები, საყვარელო, როგორც
არასდროს
და შენს სიმშვიდეს, უსასრულოდ,
დავებედები,
მინდა დავხატო, ოცნებებში, შენი თვალები,
არ ვიცი როგორ მოვახერხებ, მაგრამ
ვეცდები,
მსურს, რომ ვუყვარდე ამ შენს თვალებს,
თუნდაც ნატვრაში,
მინდა გიყვარდე, ვოცნებობ და ტკივილს
ვეხები,
ჩემი ცხოვრების თავდაღმართთან ვდგავარ
სულ მარტო
და უმოწყალოდ მასველებენ ცხელი
ცრემლები,
ნეტავ შეგეძლოს, რომ ოცნება ცხადად
მიქციო,
რომ შემომხვიო, გასაოცრად, თბილი
ხელები,
ყველა ნატვრა რომ არ სრულდება, ეს
კარგად ვიცი,
მაგრამ მე მაინც დაგეძებ და ვიცი
შეგხვდები,
შენს მოლოდინში ამიცრემლდა ის
სიყვარული,
რომლითაც, ახლა, ჩემს ფიქრებში
დავეხეტები..
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев