ვინ იცის რათ ტირიან,
დღენი მიდი-მოდიან და
ვინ იცის სად მიდიან?
ან ღრუბლები უგზოუკვლოდ
საით,საით მიქრიან?
ანდა გულში დაგროვილი
რაოდენი განცდაა,
ეს სანთელი ჩაღვენთილი
ჯადოსნური რამაა...
დავიჯერო რომ ცხოვრება
მართლაც მელოდრამაა...
ეგ თვალები მოელვარე
რამდენ რამის მთქმელია,
გულში ისე შემეპარნენ
განშორება ძნელია.
მაგრამ მაინც მთავარი თუ
ერთგულების ფიცია,
განა კარგო თვალებმა,
ერთგულება იციან?
მათ ყველაფრის გამხელა
საუცხოოდ ჩვევიათ.
ეგ თვალები მოელვარე
რამდენ რამის მთქმელია,
გულში ისე შემეპარნენ,
განშორება ძნელია...
და ეს წლები ასე ურჩად
ნეტავ საით მიჰქრიან?
მონატრების წამებს ისევ
გული ჩუმად ინახავს,
რა ვქნა,კარგო,თუ ვერ მიხვდი
ო,რა ძლიერ მიყვარხარ!
ასე წლები მირბიან
ისევ ჩემთვის ურგებად,
და ღიმილი შენი მრჩება
ტანჯულ გულის ნუგეშად...
ვინ რა იცის რას მისტირის
მტკვრის ნაპირთან ტირიფი,
მე კი მივდევ ამ ცხოვრებას
მტკვარზე დაძრულ ტივივით,
ეჰ,ტივს ისევ მიაბამენ
ერთ-ორ წუთში ნაპირთან,
მე კი სხვა ნავსაყუდარი
შენს მეტი რომ არ მინდა
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев