Предыдущая публикация
სევდანარევი ცრემლების მსგავსად.
და მწუხარება ისევ თავიდან
გულზე დაგვაწვა მე და შენ ნავსად.
სამი ივნისის ლურჯი საღამო,
ოდეს ამ დღის სწორს შენ დაიბადე.
დიდო ტერენტი შენი სამყარო
მეტად მიმშვიდებს ამღვრეულ დარდებს.
მე შენი სული უმალ ვიცანი,
როს სტრიქონები შენი ვიხილე.
მეც ამ მიწაზე არ მაქვს მიზანი
და ჩვენი ბედი დღეს დავიტირე.
ის შორეული ცის სილაჟვარდე
და ის ფერმკრთალი ერთი ვარსკვლავი,
ისე ახლოა, როგორც თეთრ ვარდებს
მისდევს სნეული ჩემი ნაკვალი...
დღეს ჩემი გული ხომ მწუხარეა,
მე შენს საფლავთან ლექსით ვსაუბრობ.
ვსაუბრობ ასე, გულს უხარია,
ბედი კრულია ჩვენი, რა ვუყოთ..
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев