დილის ნიავის სუნს რომ ჭარბობს ხარბ ნესტოებთან,
მე შენი გულის ცემა მიყვარს დაბინდებისას,
შენი ხელების ჩემ სხეულზე განმარტოება...
მე შენი თმების გაშლა მიყვარს გარეთ გასვლისას,
ქუჩაში შემხვედრთ სათითაოდ თვალებს რომ ართმევს,
მე შენი თვალის სხივი მიყვარს გაღიმებისას,
გადაღლილ მზეს რომ სანუგეშო სინათლეს აძლევს...
მე შენი ტუჩის კოცა მიყვარს დაძინებისას,
შებოჭილ სიზმარს რომ აუშვებს გაყინულ ტვინში,
მე შენი ცქერით დაღლა მიყვარს ჩაფიქრებისას,
მთავარ გმირს გავხარ, შეყვარებულს, როგორც იმ ფილმში...
მე შენი დილის ყავა მიყვარს გაღვიძებისას,
გაწყვეტილ სიზმარს, ახალი დღის სუნით რომ შეცვლის,
მე შენი ტანის რიტმი მიყვარს აცეკვებისას,
უფრო მეტად რომ გააგიჟებს, მუსიკას შეშლილს...
მე შენი სკამზე ძილი მიყვარს დაღლილობისას,
მერე ოთახში ჩემი ხელით როცა მიმყავხარ,
მე შენი სამი სიტყვა მიყვარს ჩახუტებისას,
ახლა მეც გეტყვი იმ სამ სიტყვეს, მე შენ მიყვარხარ...
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2