და სახლიც მალე
გახდა ტაძარი და წმინდა მღვიმე.
ბავშვს არ აკლებდნენ სითბოს და ალერსს,
როგორც ერთადერთ ნუგეშს და იმედს.
"სხვისი შვილი ხარ..." როგორც კი ითქვა
კვამლივით მწარე ეს სამი სიტყვა,
ოჯახი აშლილ სკას დაემსგავსა,
სადაც წარსული თაფლივით იდგა...
ბავშვიც სიკეთის რწმენას დაკარგავს,
და მისი ფიქრი ვერ იკელაპტრებს,
სიკეთის ბავშვურ რწმენას დაკარგავს,
რითაც დაკარგავს თითქმის ყველაფერს.
და გამზრდელებიც უკვე შიშობენ:
"დედას იპოვის და მერე მორჩა..."
შეავედრებენ ღმერთს და ღვთისმშობელს
ასე უდროოდ აწეწილ ოჯახს.
მარტო გაჩენა რა ბედენაა,
თუ ბავშვის გაზრდას არ დავდებთ ამაგს,
გამზრდელი დედა ათჯერ დედაა,
გამზრდელი მამა - ათასჯერ მამა.
თუკი დედაა სიკეთის მაცნე,
გამზრდელი არი ღმერთთან ცილობა.
ბავშვის გაჩენა სიმამაცეა,
მაგრამ დედობა არის გმირობა...
მხეციც კი, მხეცი უმწეო პირმშოს
სანამ არ გაზრდის, არ მიატოვებს,
სულ იმას ცდილობს და იმას შიშობს,
არ გააკაროს საფრთხე სათოფედ.
იქნებ ჩადიხარ ცოდვას უარესს,
როცა იმ ქალის მონახვას ლამობ,
ვინც დედობაზე გითხრა უარი,
რაღაც სირცხვილის და შიშის გამო.
შენ კი, გოგონავ, მომე მარჯვენა
და ყური მიგდე, როგორც ქირომანტს:
სიმამაცეა შვილის გაჩენა,
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3