და დედამიწას სხივები სტყორცნა
მე კი სხვა ქვეყნის უცხო მიწაზე
სულ სხვანაირი გრძნობები მეცვა...
თუმც კი არ არის დიდი დრო მაგრამ
სამშობლოს მიწის სურნელი მე მკლავს,
როდის იქნება კვლავ დავდგამ ფეხს და
სულ სხვანაირად ვისუნთქებ ჩემსას...
ჩაის რიადში მაკრატლით ხელში
ჩემს მონატრებას კბილებით ვღეჭავ,
წინაპართ ხმები ჩამესმის ყურში
ქართველს რა გინდა თურქებში ეხლა...
ამაკანკალა, სულ გამაცივა-
ძარღვიდან სისხლი თითქოს გამექცა,
თითქოს ჩემიდან გაპარვას ცდილობს
თუ დავაშავე შემინდოს ღმერთმა...
ხმა კი განაგრძობს ჩემთან საუბარს:
მე ხმალს ვლესავდი,სისხლი მიღვრია,
ბევრი ვაჟკაცი სტამბოლს გაყიდეს
შენ შენი ნებით თავ დაგიხრია...
როდის დაეცა ის საქართველო
რომელიც მეფე დავითმა შექმნა,
დღეს ქალებს ვუშვებთ სხვების მომვლელად
კაცები კიდე ჩაის ვკრეფთ ეხლა...
ზოგი ჩეროში წამოწოლილი
ლუდით ხელშია - სიგარას ფერფლავს,
რა დავაშავეთ ღმერთო ასეთი
რად აგვერია ეს გზები ნეტავ?
სარფის საზღვართან სუნთქვა შემეკვრა
ჩემი სამშობლოს ნიავი მეცა,
სამშობლოს მიწის სურნელმა სისხლში
ვულკანებივით დახეთქა ვენა...
გამიშვით უმალვ წინ ნუ მიდგებით
მულხ მოკვეთილი მიწაზე ვწევარ,
მერე ავიღე ერთი მუჭა და მაგრად ვაკოცე
გული კი ხეთქავს
ხეთქავს ვენებს და ყველა კაპილარს
ზღვას გავხედე და ჩემსავით ღელავს,
სადაც არ უდნა წავიდე ჩემო
შენი შვილი ვარ მოვკვდები შენად...
ჩემო სამშობლოვ, ნუ გეშინია!!!
მე შენი ტანჯვით სული დამეხა,
თუ გიღალატო მომიკვდეს თავი
ვფიცავ შენ სახელს და მშობელ დედას
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3