1. ვინ არის საუკეთესო მასწავლებელი? - ტანჯვა
2. ვინ არის ცუდი მასწავლებელი? - განცხრომა
3. რისი უნარია ყველაზე იშვიათი? - გაცემის.
4. რისი უნარია ყველაზე უკეთესი? - პატიების.
5. რა არის ყველაზე ძნელი? - დუმილი.
6. რისი უნარია ყველაზე მნიშვნელოვანი? - შეკითხვის.
7. რისი უნარია ყველაზე საჭირო? - მოსმენის.
8. რომელია ყველაზე საშიში ბრძოლა? - ფანატიკური.
9. რომელი თვისებაა ყველაზე საზიანო? - ლაყბობა.
10. რომელი ადამიანია ყველაზე ძლიერი? - ვინც ჭეშმარიტება შეიცნო.
11. რომელი ადამიანია ყველაზე უღონო? - ვისაც თავი ყველაზე ძლიერი ჰგონია.
12. რომელი ადამიანია ყველაზე გონიერი? - ვინც გულისთქმას მიჰყვება.
13. რომელი ჩვევაა ყველაზე საშიში? - საკუთარი სხეულით ტკბობა.
14. რომელი ადამიანია ყველაზე ღარიბი? - ვისაც ყველაზე მეტად უყვარს ფული.
15. რომელი ადამიანია ღმერთთან ყველაზე ახლოს? - გულკეთილი.
16. რომელი ადამიანია ყველაზე სუსტი? - სხვებზე გამარჯვებული.
17. რომელი ადამიანია ყველაზე ძლიერი? - საკუთარის თავის დამმარცხებელი.
18. რა დავუპირისპიროთ უბედურებას? - სიხარული.
19. რითი ვძლიოთ ტანჯვას? - მოთმინებით.
20. ჯანმრთელ სულს რა გამოარჩევს? - რწმენა.
21. რა არის ავადმყოფი სულის მანიშნებელი? - უიმედობა. 22. რა მახასიათებელი აქვს არასწორ ქმედებას? - გაღიზიანება.
23. რა მახასიათებელი აქვს კეთილ ქმედებას? - სიმშვიდე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев