Предыдущая публикация
შენთვის ფიქრობ- დღვანდელ დღესაც გადავიტან და არ მოვკვდები. მოდი, კიდევ ერთ დღეს გადავიტან. და მერე შეიძლება ეს გადასატანი დღეები მთლიან კვირად იქცეს და ზოგჯერ იმდენია და ისეთი მძიმე ეს გადასატანი დღეები, რომ გინდა მთელი ძალით იყვირო, იყვირო ბოლო ხმაზე,საკუთარმა ხმამ რომ არ დაგაყრუოს ყურებზე ხელი უნდა აიფარო. მაგრამ არ ყვირი, შიგნით იბრუნებ წყენას, ტკივილს, გაბრაზებას, სიტყვებს. რადგან კითხვაზე- როგორ ხარ? მხოლოდ ერთი სწორი პასუხი არსებობს- კარგად.როცა ასეთი გადასატანი დღეები გადაივლის, ჩვეულებრივ ცხოვრებას აგრძელებ და საკუთარ თავს გამუდმებით უმეორებ- მე ეს შევძელი! ყველაფერი კარგად იქნება !
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев