Предыдущая публикация
მეოცნებე უოცნებოდ დარჩენილი
თოჯინა ვარ ვიღაცები თამაშობენ
მიმაგდებენ მაშინ, როცა მოვბეზრდები
სიყვარულის მათხოვარი მე არა ვარ
არასოდეს არავისთვის მომიპარავს
ეს გრძნობა ხომ უეცარი თამაშია?
დამთავრდება ჯერ რომ არც კი დაწყებულა
მე ხომ მხოლოდ ღიმილს ვითხოვ
არ მსურს სხვა რამ
შენ კი ერთი გაღიმებაც დაგენანა
მარიონეტი თოჯინა სხვების ხელში
შთამებერა სული ისე ვერცკი ვხვდები
დაგენანა სიყვარული ერთი ციცქნა
ჩემი გული ნახე როგორ დაიძიძგნა
სიყვარულის მათხოვარი გავხდი შენთვის,
შემომხედე დაჩოქილი გევედრები..
შენ გეძღვნება ეს სამყარო, ჩემი გულით,
რომ ვერ იტევს სიყვარულს და..... ტანჯავს სული.......
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев