Предыдущая публикация
იცი? მიყვარხარ, შენ თუ გინდა ნუ გეყვარები,
ვცდილობ მივაკვლიო იქნებ როგორმე სხვის გულის სითბოს
მაგრამ ყინულით დაფარულა,ქვეყანა თითქოს...
შენზე ვილოცებ, სანამ ქვეყნად დავიარები
დამრჩება გული შენი ტრფობით ნაირები..
მთელი სიცოცხლე მხოლოდ შენზე დარდს შევალიე...
ო, არ იფიქრო ვესწრაფოდე გრძნობას წამიერს..
სიკვდილის დროსაც, ჩემი ბაგე მხოლოდ შენ სახელს იტყვის
გინატრებ, გულით სიყვარულით,ოცნებით ,სიტყვით
თუკი არსებობს სულის ყოფნა სიკვდილის შემდეგ
ცივ სამარეშიც, ცრემლიანი ვილოცებ შენზე...
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев