♡♡♡♡♡♡♡♡♡♡
მადლობა მამას!
ჩვენს ზეციურ! წმინდა მამა ღმერთს..
იმ წყალობისთვის რაც რომ გვერგო
თვისა შვილისგან.
მოგვმადლა შვილი,საკუთარი სული სიწმინდის..
ჩვენ ცოდვილები რომ განგვკურნოს მარადიულად...
თვალში ნათელი აგვიხილოს..
სული გაგვითბოს..
ცოდვის სიმძიმე მოგვარიდოს..
ჯვარი იტვირთოს..
სული განგვკურნოს და მოგვმადლოს
წყალობა ღვთისა..
ცრემლი ტკივილის სამუდამოდ თავად იტვირთა..
მადლობა მამას! ჩვენს ზეციურ,წმინდა მამა ღმერთს..
იმ წყალობისთვის,უღირსებს რომ ასე გვიწყალებსს..
საკუთარი ძე შემოგწირა!
სისხლად და ხორცად..
სულის საკურნად, სადიდებლად
მარადიულად....
ჩვენ კი უღირსად კვლავ, ვაგრძელებთ,,შეგნებულ ცოდვას...
გონს ვერ მოვდივართ,,
დაგვიმონა ცივმა დროებამ..
ღმერთო! როდემდე,უნდა ზიდო ჩვენი ცოდვები...
მძიმე ცოდვებმა სულ ჩაგვძირა,ღმერთო! გვჭირდები....
მოდი უფალო! სუფევითა შენით წმიდითა..
და დაასრულე ამ ცოდვების მძიმე ქარცეცხლი..
მოგგვმადლე გული,სიყვარულის, სულის სიმშვიდის...შენი წყალობა სიყვარულის ცრემლებად მომდის...
ავტ/ მარიამი / 20.09.2016
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 18