Предыдущая публикация
ალბათ მოგონება გამაგიჟებს,
ალბათ დარდი შეჭამს გულს.
ალბათ ვერ გპატიობ შენს დიდ ღალატს,
ალბათ ვერ ვერევი გულს.
ალბათ ვერასოდეს დაგივიწყებ,
ალბათ სიყვარული მსურს.
ალბათ არ გიყვარდი და გამცვალე,
ალბათ არ გინდოდი სულ.
ალბათ ვერაფერი შემაჩერებს,
ალბათ ვერ გავუსწრებ დროს.
ალბათ დაგივიწყებ როგორც სიზმარს,
ალბათ გულსაც ასე სურს.
ალბათ ღმერთი მომცემს ისევ ძალას,
ალბათ არ გამწირავს სულ.
ალბათ გულიც ისევ გაიხარებს,
ალბათ უშენობაც მსურს...
29.09.2024
მზია კაპანაძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев