Предыдущая публикация
მინატრე, როცა მარტოობა უჩემოდ დაგღლის,
როს სიყვარული მოუწოდებს ვნებათა ღელვას ,
მინატრე, როცა მწუხარება სიხარულს შეცვლის,
იქნებ აგიხდე, რომ მორჩები დაღლილი ქელვას.
როცა მზე ჩავა და გაიხდის საღამოს სამოსს,
როცა თვალებში ჩაგიდგება ჩემი სურვილი,
როცა ვნებები აირევა გრძნობების ალში,
მინატრე , იქნებ მან მოუკლას ვნებებს წყურვილი.
მინატრე ღამით, ოღონდ როცა დადგება სამი,
როცა ხეებსშუა მთვარეს უყეფს თოვაში ძაღლი,
მინატრე, როცა შეგცივდება ან და გათბები,
მინატრე მაშინ, როცა უკვე სიგიჟე დაგღლის...
(ლევან ჭელიძე)
20.03.2016 წ.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев