Предыдущая публикация
. .
თუ გიყვარს, რას უცდი, გაშალე ხელები,
ტრფობა თუ გეწვია ახარე სამყაროს,
მწვერვალზე შესდექი, იყვირე ძლიერად,
რომ ტრფობამ ახალი ამბავი გახაროს.
უყვარხარ ? მაღლა ცას შეეხე ხელებით,
წამები დათვალე, სიცოცხლე გაწელე,
მინდვრები დახატე ათასი ფერებით,
ფერებით ზეცაზე ,,მიყვარხარ" დაწერე.
თუ გაშლი ფერებად სამყაროს უდიერს,
ასეთი თამამი არასდროს მოკვდები,
ისეთი იქნება ყოველი საღამო,
სატრფოსთან შეხვედრით თვალებით რომ ტკბები.
თუ სატრფოს თვალებში მთელი ცა ეტევა,
თუ ხედავ ვაზის რტოს, მოხვეულ ლერწმიანს,
თუ ხვდები, რომ მკერდში გული არ გეტევა,
იყვირე ხმამაღლა, სიგიჟე გეწვია .
(ლევან ჭელიძე)
04.03.2016 წელი .
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев