თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
სერენაი სარიქაია
დაიბადა 1 ივლისი, 1991
ანტალია, თურქეთი
საქმიანობა მსახიობი
მოდელი
აქტიური 2006-დღემდე
ჯილდოები ოქროს პეპელა წლის საუკეთესო მსახიობი ქალი
სერენაი სარიქაია (თურქ. Serenay Sarıkaya; დ. 1 ივლისი 1991, ანტალია, თურქეთი) — თურქი მოდელი და მსახიობი. 2010 წლის 1 აპრილს გახდა მის თურქეთი. 18 წლიდან პოპულარობით სარგებლობდა.[1] ცნობილია ტელესერიალით „ტიტების დრო“, სადაც ასრულებს „იეშიმის“ როლს. მონაწილეობა აქვს მიღებული ფოტოკონკურსებსა და სარეკლამო რგოლებში.[2]
ბიოგრაფია[რედაქტირება]
სერენი სარიქაია დაიბადა ანტალიაში. იყო ოჯახის ერთადერთი ბავშვი, მისი მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ, როცა გოგონას 6 წელი შეუსრულდა. ის რამდენიმეჯერ იყო თურქეთი სილამაზეთა კონკურსის გამარჯვებული, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.
სერენაი სარიქაია თურქეთში წარმატებული მოდელიცაა. 2010 წელს ის სილამაზის კონკურსზე გამოვიდა მის თურქეთი 2010-ზე. 1 აპრილს მიიღო სამყაროს წოდება. მისი სამოდელო კარიერა მხოლოდ ერთი სილამაზის კონკურსით არ შემოიფარგლება, ის ასევე 2010 წელს გაემგზავრა პრაღაში, სადაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით სილამაზის კონკურსზე ხუთეულში შევიდა და მეორე ადგილი დაიკავა. 15 წლის ასაკში სერენაი ჩეხეთში სილამაზის კონკურსში სილამაზის „დედოფალი“ გახდა.
2013 წლიდან სერენაი სარიქაია ურთიერთობაშია თურქ მსახიობთან ჩაათაი ულუშაისთან. ადრე იგი ცეკვითა და სპორტით იყო დაკავებული, ამჟამად კი, სამსახიობო დაოსტატებითაა დაინტერესებული.
სერენაი სარიქაია 2010 წელს გახდა „მის თურქეთი“. მან მიიღო ეროვნული გვირგვინი და 2010 წელს თავისი ქვეყანა წარადგინა სილამაზის კონკურსზე მის თინეიჯერზე და ის მე-2 ადგილზე გავიდა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев