იმას დავეძებ ვინც არ მოსულა...
ალბათ მოტყუვდა ობოლი გული,
რომ სიყვარული სხვასთან მიმქონდა...
ალბათ მოტყუვდა, რადგან ციოდა
და რომ ატკენდნენ მან არ იცოდა.
ის არ იცნობდა ხალხის სიყალბეს
მაგრამ ყოველთვის ჩუმად ტიროდა...
მე ვინც დამკარგა იმას არ ველი,
ვინც ვერ დამკარგა იმას ვაფასებ
ვინც ჩემი დარდი თავად ატარა,
გულში შემიშვა და შემიფარა...
ვინც გამოიცნო ჩემი სამყარო
ჩემი ტკივილი აწონ-დაწონა
არ მიმატოვა ჭირში და ლხინში
ასე უბრალო- რომ შემიყვარა..
ვინც ვერ გაიგო ჩემი სიკეთე,
მან ყველაფერი ყალბად შერაცხა
ახლა დღეები დეკემბრის ბოლოს
თოვლის ფიფქივით თვალზე შემადნა,
ველი ახალ წელს, რომ მოვეფერო
მე ამ ტკივილმაც რაღაც შემმატა,
მაინც მიყვარხარ, რომ არ შემძულდე,
და ამ სიყვარულს წარსულს ვერ ვატან..
ამ ერთი დარდით ივსება გული,
ზოგჯერ იღვრება სევდის ფიალა,
შენ ნუღა მოხვალ, რადგან iიცოდე
რომ დაბრუნება დაგაგვიანდა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев