Предыдущая публикация
ინგრედიენტები:
შვრიის ფანტელი (არა სწრაფი მომზადებისთვის) – 350 გ
კეფირი - 300 მლ
ტკბილი ვაშლი - 2 ც.
ქიშმიში - 2 ს.კ.
თაფლი - 1 ს.კ.
დარიჩინი - გემოვნებით
მომზადება:
აურიეთ ერთმანეთში შვრიის ფანტელი და კეფირი. კეფირის დამატებისას არეგულირეთ რაოდენობა, რომ მასა თხელი კონსისტენციის არ გამოვიდეს. დატოვეთ ნახევარი საათით. შემდეგ დაამატეთ გახეხილი ვაშლი, ქიშმიში, დარიჩინი და თაფლი.
ნოტიო ხელებით გააკეთეთ კვერები და დააწყეთ ტაფაზე, რომელზეც დაფენილია საცხობი ქაღალდი. გამოაცხეთ 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 20-30 წუთი.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев