ახალი კიტრი ჩადეთ ცივ წყალში 4-6 საათით (ხრაშუნისთვის).
მოამზადეთ ქილები. კარგად გარეცხეთ, გადააბრუნეთ და დადგით სუფთა სამზარეულო პირსახოცზე. ქილები უნდა იყოს მშრალი! არა არის საჭირო არც ორთქლზე დაჭერა, არც ღუმელში, არაფერი! უბრალოდ უნდა გაშრეს - ეს მთავარი პირობაა.
თავსახურები ჯობია გამოხარშოთ. გაზქურაზე დადგით ორი ქვაბი: ერთი - სუფთა წყლით, მეორე - მარილწყლით.
პირშუშხას ფოთლები და გამშრალი ქოლგიანი კამა დაჭერით და ჩააწყეთ ქვაბში.
ნიორი გაფცქვენით და ჯერჯერობით გვერდით დადეთ თეფშზე.
მარილწყალი: 1 ლ წყალზე დაგჭირდებათ 2-2 ს.კ. მარილი და შაქარი.
მომზადება:
1. თითოეული ქილის ძირში ჩააწყეთ 3-3 კბილი ნიორი. აიღეთ თუშფალანგი, დაადეთ ქვაბს ადუღებული წყლით, დააორთქლეთ 1 წუთის განმავლობაში დაჭრილ პირშუშხასა და კამას და მაშინვე ჩააწყეთ ქილის ძირზე ნიორთან.
2. აიღეთ იმდენი კიტრი, რომ ჩაეტიოს ქილაში. ჩააწყეთ მდუღარე წყლიან ქვაბში ზუსტად 1 წუთით! ესე იგი, რომ ჩააგდებთ კიტრს წყალი შეწყვეტს დუღილს და რომ ისევ დაიწყებს, ამ მომენტიდან დანიშნეთ დრო, შემდეგ ამოიღეთ და ცხელ მდგომარეობაში ჩადეთ ქილაში.
3. როგორც კი გატენით ქილას კიტრით, დაასხით მარილწყალი, რომელიც დუღს ქურაზე. ბოლოს დაამატეთ 1 დესერტის კოვზი ძმრის ესენცია (ძმარი არა!). დაახურეთ თავსახური, გადააბრუნეთ ქილა და თბილად შეფუთეთ.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев