სევდით დალაქულ სტრიქონებსა ვწერ...
ცივია სივრცე დღესაც უშენოდ..
დაღლილ გულიდან ნუ ითხოვ სიტყვებს..
გრძნობა უსიტყვოდ უნდაა შეიგრძნო...
დღეს გულმოკლული გაჰკივის ქარი..
თბილი ცრემლები ეცემა თითებს..
ალბათ ეს ლექსი აღსარებააა...
შენი სუნი აქვს ძვირფასო რითმებს..
სევდის პოეტი გამხადა დარდმა...
ხანდახან წვიმა ასველებს მინებს...
ცრემლი როგორ ჰგავს სიჩუმით წვიმას..
უხმოდ გვიყვება დარდს და ტკივილებს...
გავცრეცილ ბინდებს გაფანტავს მთვარე..
სადაც ღამეა იქ მთვარეც მზეობს..
ყოველთვის ყველა უყურებს ცაზე ..
რათა ტკივლი უფალს უამბოს..
მე გადაღლილი დამყვება სივრცე..
და არც დიდების მცნებით ვხმაურობ..
გულწრფელ ლექსშია გრძნობათა სიღრმე..
მე ჩემი ლექსით ღმერთან ვსაუბრობ..
სევდით დალაქულ სტრიქონებსა ვწერ..
ცივია სივრცე დღესაც უშენოდ..
დაღლილ გულიდან ნუ ითხოვ სიტყვებს..
გრძნობა უსიტყვოდ უნდაა შეიგძნო...ზ.ბ
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 28
უფალო შეგვაძლებინე ბოლომდე ვზოდოთ ჩვენი ჯვარი
ამინ ამინ ამინ...
ამინ.
ივნე და სხვას ნუ ავნებ. თავს იდევ ცილისწამება და ნუ დასწამებ ცილს. იყავ
წესიერი და ნურავის ეშურები ბოროტსა ზედა”.
თბილი ცრემლები ეცემა თითებს
ალბათ ეს ლექსი აღსარებააა
შენი სუნი აქვს ძვირფასო რითმებს
სევდის პოეტი გამხადა დარდმა
ხანდახან წვიმა ასველებს მინებს
ცრემლი როგორ ჰგავს სიჩუმით წვიმას
უხმოდ გვიყვება დარდს და ტკივილებს gmadloobt
სადაც არ ტკივათ,არ ტირიან და სიკეთეა მთავარი,
სადაც არავინ დაჩაგრავს,ფეხს არ დააბიჯებს განწირულს,
სადაც სიკეთის სულია,გულს გაგითბობენ გაყინულს,
უფალმა მხოლოდ წარმოსთქვა...
ვწუხვარ,ასეთი ქალაქი მე რომ შევქმენი გამქრალა
და არ ველოდი,ეს მიწა ბოროტის ხელით ჩამქრალა,
ახლა ერთმანეთს ხოცავენ,მე კი სიკეთეს ვქადაგებ,
ახლა ცოდვებით გაჟღენთილ გულს,დამძიმებულს ვატარებ...
ნაწილმა ბარძიმისამან,
ქალაქჩი სიონისამა
დარეკამ ზარებისამან.
მცხეთაჩი სვეტიცხოველმა,
გადმომცქერალმა მტკვრისამან,
ლომისამ თორმეწამემა,
პატრონმან არაგვისამან,
მა კობის წმინდა გივარგიმ,
პატრონმა დიდის მთისამან,
მა ბერმა წმინდა სამებამ,
პატრონმა ხმელეთისამან,
ივანე ნათლისმცემელმან,
პატრონმა ბალღებისამან,
მა ბახტრის წმინდა გივარგიმ,
პატრონმა მგზავრებისამან.
კაცი იესოს წინაშე წარსდგა,
ნაფეხურების სახით ქვიშაზე
მთელი თავისი ცხოვრება ნახა.
იესომ უთხრა: "ხედავ, შენს კვალთან
ნაფეხურების რიგია ერთი,
ეს მე ვიყავი, ცხოვრების გზაზე
თან დაგყვებოდი მორწმუნეს გვერდით.”
უეცრად კაცი ძლიერ აღშფოთდა:
"განსაცდელის დროს რატომ მტოვებდი?
აქ ნატერფალი მხოლოდ ერთია
ნიშნად, რომ ჭირში ვერა გპოვებდი.”
იესომ ტკბილად გასცა პასუხი:
"გზა ნავალია ერთ-ერთის ფეხით,
რადგან ცხოვრების მძიმე წუთებში
დაგატარებდი აყვანილს ხელით.”
- ღმერთო, გადამირჩინე ჩემი ოჯახი! წყურვილი იმდენად ძლიერი
აღმოჩნდა, რომ ყურად არ ვიღე შენი გაფრთხილება.
- დაგიბრუნებ შენს ახლობლებს, - უთხრა ღმერთმა, - თუ ერთ კითხვაზე მიპასუხებ. რა არის ადამიანში ყველაზე შეუცნობელი?
კაცმა დიდხანს იფიქრა - ეშინოდა, ვაითუ არასწორად ვუპასუხოო და ბოლოს გაბედა:
- ყველაზე შეუცნობელი ადამიანში ის არის, რომ მთელი სოცოცხლის მანძილზე სხვების სიკვდილს ხედავს, მაგრამ ისე ცხოვრობს, თითქოს თვითონ არასდროს მოკვდება.
და ღმერთმა მას ცოლ-შვილი დაუბრუნა.
სიხარულს. მომასწარ უამრავ დარსა თუ ავდრობას, შეძენის წყალობას, დაკარგვის
სინანულს. რამდენჯერ დილის მზით სარკმელი ამინთე, ვარსკვლავით მოჭედილ
მთვარიან ღამისთვის, ლოდინით გადაღლილს შეხვედრით გამითბე, სული და, უფალო
მადლობა ამისთვის. უმწეო ცოდვილი სიყვარულს მაწვნიე, ღიმილით შემჭიდე
გრძნობათა ქარიშხალს და როცა მატკინეს, ხელებში მარწიე, შენა ხარ, ვინც
ხელი არასდროს გამიშვა.
ლოცვა,რათა ვისმინო
შენი ხმა და მომეცი თვალი, რომელიც შენს
ნათელს ხედავს. მინდა გისმინო,რათა:
მიყვარდეს და სანაცვლოდ არაფერს
ველოდე ... ვიყო მადლიერი და არ
ვკარგავდე წინსვლის სურვილს... მქონდეს
გულისხმიერება,რომ დავაფასო
ადამიანები, რომლებიც მიყვარს... ვთესო
სიკეთე და ვერ შემცვალოს ცივმა
ცხოვრებამ... მქონდეს სიმტკიცე,რათა
დავძლიო სევდა და ტკივილი... გამაჩნდეს
მოთმინება, რომ ყოველ განსაცდელს
მშვიდად შევეგებო
მე ჩემი სიმწარე ეკლებად მაყრია,
რამდენჯერ გიპოვე, რამდენჯერ დაგკარგე,
მიყვარხარ უფალო..
მიყვარხარ ძალიან...
მე ჩემი სიმცირე ვერაფრით დავმალე,
ცოდვიანს, გესლიანს, სადამდე მატარებ,
ცრემლებსაც ვერ ვუძლებ, შენ კი ჯვარს გაგაკრეს,
ითმენდი, იტანდი, მე კი კვლავ დამღალეს....
სიკეთის სანაცვლოდ ითხოვდნენ მაგიერს,
მოყვარეს მეძახდნენ ,მტოვებდნენ მადლიერს,
ძვირფასნი იყვნენ და არავინ გამხადეს,
შემმოსეს და მერე თავადვე გამძარცვეს...
ტკბილ ხარ შენ, უფალო..
და შენი სიკეთთ,,,
ასეთი გლახაკი ხელებით მატარე,
შემინდე სიბრმავე, შემინდე სიყალბე,,,
მე უნდა ყველაფერს უთქმელად ვიტანდე!
სუყველაფერს თურმე მტვერი არ ეყრება,
გზას ვამოკლებთ, თავდაღმართებს ვეძალებით,
ბავშვობა კი მაინც არვის გვემეტება.
რჩება ხსოვნა,სიტყვები და იმედები,
მოგონების ტევრში მაინც ვხეტიალობთ,
ხომ ვუყვარდით, ერთხელ ყველა ვზეიმობდით,
დათმე გულო,ახლა, რატომ ეჭვიანობ? ..
სიკვდილამდე კიდევ ბევრჯერ ავტირდებით,
ვიზრდებით და მაინც ვრჩებით პატარები,
რატომ ხდება,ყველაფერი როცა ცვდება,
მოგონება რჩება სანთლად ასანთები...
მხოლოდ გული, ლოცვად ქმნილი სანთელი,
თუ უფალმა ყველა ცოდვა მაპატია,
თუ არ დამრჩა აღსარება სათქმელი...
მე სხვა მეტი არაფერი მაბადია,
ჩემი სულის გაზაფხული სხვა არი...
სიმარტოვე უკვდავების აღმართია
და სიჩუმე - მონატრების ტაძარი."
ადამიანი უფლის მიერაა
მიშვებული რაიმე ცოდვასა და
ვნებაში. ასეთ დროს ადამიანმა
რამდენიც არ უნდა ეცადოს, თავს
ვერ გაითავისუფლებს. როცა
საჭირო ცოდნასა და
გამოცდილებას შეიძენს და უკვე
შეეძლება ამ გამოცდილებით
სხვებს მკურნალად გამოადგეს,
როგორც ათუხთუხებულ ქვაბს
ახდი სახურავს და ორთქლი
ამოვარდება, ასევე მეყსეულად
ახდის უფალი ვნებას და
გათავისუფლდება. დაწმენდილი
ადამიანი, თითქოს მეორედ
დაიბადა, გამოცდილებით კი,
სხვების შემწეობას ახერხებს.
დაცემულს რომ განიკითხავ,
ღმერთს განიკითხავ. ავაზაკი,
მრუში, მეძავი, ლოთი ნახო,
თუნდაც ქუჩაში ეგდოს, არ
განიკითხო, რადგან უფალს მათი
ვნებები მიშვებული აქვს. იქნებ
მათ ასე უნდა იპოვინ ღვთის გზა
– დამდაბლდნენ, საკუთარი
უძლურება დაინახონ, უფალი
შეიმეცნონ და შეინანონ. შენ
კეთილად ხარ? ესეიგი შენი
ვნებები უფალს უჭირავს, რომ
მიგიშვას უარეს ცოდვაში
ჩავარდები და დაიღუპები.
ამიტომ შენი თავით ნურასოდეს
იამაყებ.
ღირსი მამა გაბრიელი
აღმსარებელი სალოსი.