Предыдущая публикация
დაუბრუნდები დარდებს საფიქრალს
ამ შემოდგომას ფიქრად რა გალევს
გულს როცა უყვარს ნუ უსმენ მორალს
ფიქრი სიყვარულს მუდამ ამთვარებს
დღეს მერამდენე დღე გადავფურცლე
სევდა დასჩემდა კედლის კალენდარს
მე შენი სითბო ვერ გამოვცალე
გულში რომ მეწვის თითქმის ყოველღამ
შემზარავია დღეს უშენობა
ლექსად ტკივილებს ვერ ვალამაზებ
ალბათ ძნელია ტყუილის შენდობა
შენდობა როცა სულ არ ანაღვლებთ
წუთები რუხი მგელივით ყმუის
ღამურებს მთვარის დაჩაგვრა უნდათ
იცოდეთ ბნელ ცას მზე გაანათებს
თუნდაც სიმართლე ბჟუნტავდეს ოდნავ
დღეს სიყვარული ამ გულს ავსებდა
სულს მომეხვია სითბო და მადლი
უფალი მოვა როცა გაქვს სევდა
და სინანულის ცრემლები თვალში...ზ.ბ
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 10
მე+ასე (ლექსი)
პირველად მომინდა, რომ მიწა ვყოფილიყავი...
შენ, ჩემს მკერდზე ფეხშიშველს ფარფატით გევლო და გეყვირა,
რა ლამაზი იებია!.. აუ... რამდენია?.. და გეკრიფა...
ისიც მომინდა, თაკარა მზე ვყოფილიყავი...
შენ, ჩემს სხივებში დილის წუთი გეღვენთა და გეთბილა,
ნარუჯი ცა, სულს ლოცვით მოელურჯა... გესუნთქა და მემზირა...
ჰო... ძლიერ მომინდა, რომ ზეცაც ვყოფილიყავი...
შენ, ჩემს სივრცეში... ქართან ერთად გექროლა და გეფრინა,
ზე ქათქათა ღრუბლები დაგეძერწა და აფრებად გეფინა...
ამასთან ერთად, ზღვაც მომინდა ვყოფილიყავი...
შენ, ჩემს სიღრმეში მონატრებად გეცურა და გესიზმრა,
ჰორიზონტთან გეთამაშა და მოდუდუნე გულთან გეფხიზლა...
მე რომ ვიყო, უნდა იყო...
შენ რომ იყო, ალბათ, მე...
ზღაპრით - იყო... არა იყო...
ცხადს ეს ლექსი... შენ კი, მე...
მიყვარხარ...
/ შალვა ლონდარიძე /
სული ცახცახებს და თვალებში იწვება ღამე,
მე თქვენს თვალებში ულამაზეს სიმღერებს ვხედავ,
ჩემი გრძნობისაც დაუკარით, მაესტრო რამე!
მაესტრო, გესმით კლავიშები როგორ კვნესიან?
სადღაც კუთხეში ერთი შავი კლავიშიც გიცდით,
უთქმელი თხოვნა შემისრულეთ ძვირფასო ჩემო,
მაესტრო, ჩემი სიყვარულის კლავიშსაც მისწვდით!