"..
აღარაფერს ვიტყვი, რაც ოდესმე, მითქვამს..
შემოდგომის სურნელს, შეერია სუნთქვა..
აღარ ყოფნის ღამე, საფერავის ჭიქას..
ქარვისფერი ლანდი,სარკმლის მიღმა, ცეკვავს..
ბროწეულის ხეებს , შენ აკლიხარ თითქოს..
მოწეული ყურძნის , გულში გიგრძენ სიტკბო..
ახლა ხსნაა ფიქრი, როგორც კითხვა წიგნის ..
იდიოტად ყოფნა,დოსტოევსკის გმირის..
ისევ სივრცეს მივდევ, ნისლში ვეძებ, მერცხლებს...
უკან დაბრუნების, მინდა ჩავწვდე, მიზეზს..
უფრო საიმედო, გახდეს, ვიდრე სიტყვა..
უფრო მეტად ჰგავდეს, მოხუც დედის ხელებს..
იქნებ, გრძნობა ტყუის, ვიდრე ჯვარზე ვაცვავთ..
ლექსის სტიქონებით , თვალებს როცა ვქარგავთ..
იქნებ მდუმარებით , უფრო კარგად ვხატავთ..
იქნებ შემოდგომა , ჩვენს ასაკშიც დადგა...
აღარაფერს ვიტყვი რაც ოდესმე მითქვამს..
შემოდგომის სურნელს შეერია სუნთქვა..
აღარ ყოფნის ღამეს,საფერავის ჭიქა..
ქარვისფერი ლანდი,სარკმლის მიღმა ცეკვავს..ზ.ბ.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев