Предыдущая публикация
ივრის ზეგანივით ბრწყინავს..
შენი შემოდგომის ტანი..
ქარვით შემკობილი დილა...
ფრესკად ასახული თვალში..
თეთრი ქრიზამთემის მკერდი..
სუნთვა საალერსო ღამის...
ვნება საფერავის მტევნის..
ტუჩზე ჟრუანტელად დამდის..
ისე ალმაცერად მიმზერ...
მზეც რო გაცივდება წამში...
გულში სიყვარულის სივრცედ...
მყავხარ ატმისფერი ვარდი..
ივრის ზეგანივით ბრწყინავს..
შენი შემოდგომის ტანი..
ქარვით შემკობილი დილა...
ფრესკად ასახული თვალში..ზ.ბ.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев