Предыдущая публикация
მაგრამ რა ვქნა,
ესეც სიკვდილამდე უნდა ვითმინო.
დაღლილი ვარ და არ ვიცი,
როგორ დავისვენო.
გავხედავ ხოლმე საკუთარ თავს
და...
მგონია, ყველაფერს მოვრჩი.
გამომხედავს ხოლმე საკუთარი თავი
და...
ვხედავ, არაფერი დამიწყია.
ნეტა რომელია ნამდვილი დაღლა:
როცა ცხოვრებისგან იღლები,
როცა ადამიანებისგან,
თუ როცა საკუთარი თავისგან.
ცარცის დღეები და ნახშირის ღამეები.
არც სიყვარული,
არც თანაგრძნობა,
არც მიტევება.
მხოლოდ და მხოლოდ მოთმინება.
მეტი არაფერი.
ნერვები აღარ მაქვს
და თან თითქოს აღარც არაფერი დარჩა ჩემში ნერვების გარდა.
▪︎ ლაშა მარგიანი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1