ერთი უღარიბესი ქალბატონი, სახელად ელენი მონასტერში დადიოდა ყოველ შაბათ- კვირას.
იქ ბერებს ეხმარებოდა სხვადასხვა საქმეებში.
ბერები ფულს არა, მაგრამ საკვებს აძლევდნენ.
ხან პურს, ხან ბურღულეულს, ხილს, ან ჩირს.
ქალი ძალიან კმაყოფილი და მადლიერი იყო ამითაც.
ერთ დღეს მონასტრიდან, რომ ბრუნდებოდა გზაში წმინდა არსენიო შეხვდა.
- როგორა ხარ შვილო ჩემო.
- კარგად მამაო.
დღეს 8 ცალი პური მომცეს ბერებმა და ძალიან გახარებული ვარ.
- მომისმინე...
შენი გასამრჯელოდან უწილადებ ხოლმე, ვინმეს რამეს?
- არა, არასოდეს მიფიქრია ამის გაკეთება.
- მე, კი გირჩევ, ამიერიდან გაიღო მოწყალება.
დაეხმარე მას, ვისაც შენზე უფრო მეტად უჭირს.
- კარგი, როგორც თქვენ მეტყვით.
- გაეცი შვილო ჩემო მოწყალება დაუნანებლად და ნურასოდეს შეგეშინდება შიმშილის.
ქრისტე შენ არ მიგატოვებს.
წმინდა არსენიოს, რომ დასცილდა ქალი,
გზად ერთი მოხუცი ბერი შემოხვდა.
- სამი დღის მშიერი ვარ, ცოტა პური ხომ არ გექნება, რომ მომცე?
ქალმა აბგა გახსნა და ერთი პური მიაწოდა.
- ღმერთმა დაგლოცოს.
ცოტა იარა, თუ ბევრი იარა, ხედავს გზის პირას მეთევზე და მისი ცოლი ფხალს აგროვებდნენ.
ელენი მიესალმა ცოლ- ქმარს.
- ეჰ, ჩემო ელენი ოთხი დღეა გადაუღებლად წვიმს და სათევზაოდ, ვეღარ გავედი.
ლუკმა პური არა გვაქვს სახლში.
გამოვედით ფხალი მაინც, რომ მოვაგროვოთ.
ამის გაგონებაზე ელენს ბევრი აღარ უყოყმანია,
მოხსნა აბგას თავი და ორი პური დაუტოვა მათ.
თავის სახლს, რომ მიუახლოვდა, ხედავს მეზობლის ბავშვი ხის ქვეშ ზის და ტირის.
- რა გატირებს პატარავ?
- დედა პურს არ მაძლევს დეიდა ელენი.
- და რატომ არ გაძლევს?
- ამბობს, არ გვაქვს და მოითმინეო.
მე კი მოვითმენ, მაგრამ ჩემი მუცელი არ ითმენს და მტკივა ძალიან.
ელენიმ დაუყონებლივ გახსნა აბგა და ორი პური მიაწოდა ბიჭუნას.
სახლში, რომ მივიდა ჩანთა მაგიდაზე დადო.
მოეჩვენა თითქოს მძიმე იყო.
სასწრაფოდ გახსნა და ჰოი, საოცრებავ...
ისევ რვა პური იყო.
ელენი მონასტერში გაიქცა.
მოძებნა წმინდა არსენიო და ყველაფერი უამბო.
არსენიომ ყურადღებით მოუსმინა.
- გააგრძელე ჩემო კარგო მოწყალების გაცემა.
გაეცი, იმ მცირედიდან, რაც გაგაჩნია.
და როცა უფალთან წახვალ, ის შენ გეტყვის:
- ჩემო ელენი, როცა მე მშიოდა, შენ მე დამაპურე
შენ გაგიკვირდება და ჰკითხავ:
- განა შენ მე შეგხვდი ოდესმე?
- დიახ, - გიპასუხებს ის.
შენ მე, მაშინ მიხილე, როცა ხელი გაუწოდე ღარიბს, როცა მშიერი დააპურე.
მათთვის პურის მიცემა, ეს იგივეა მე დამაპურო.
ამიერიდან მე შენ მარადიულ ცხოვრებას გიბოძებ ჩემს სასუფეველში.
ყველაფერი ის, რაც მე გამაჩნია გექნება შენც და ყველა მათ, ვინც ღარიბებს, მშივრებს და უქონელს დაეხმარება.
ისინი ჩემს გვერდით დაიმკვიდრებენ სასუფეველს სამარადჟამოდ.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев