ქალია, რა ქნას...
ქალია... არ თქვას?
შენ რომ კაცი ხარ... და ვაჟკაცი ხარ,
ოდნავ დაუთმე, ნუ უსმენ სხვა ხმას...
ცოტა გაუთბე ის მკაცრი მზერა
და შეიცვალე ჯმუხი მანერა...
გული მიანდე, სული დაუტკბე,
ისიც უთხარი, რომ მისი გჯერა...
თუნდაც ყვავილი აჩუქე ერთხელ...
სულ ერთი ბეწო, ღიმილით - მეტჯერ
და შენს თავს ჰკითხე, ნუთუ... შენია ქალი
ლამაზი,
რომ გათბობს ბევრჯერ.
ქალია, შენი შვილების დედა…
ნუ გაბრაზდები თუ „გაგიბედა”,
რომ დაიღალა დღეს უფრო მეტად
სკამზე ჩამოჯდა და დაისვენა...
ქალია გესმის? ის ხომ სუსტია...
შენ კი, ძლიერი... მაგარი კაცი!..
არ გაიფიქრო, შენი მუშტია
მისი შიშის და თრთოლვის ფასი...
გულწრფელ სიყვარულს პატივი ეცი
და ყველა ნატვრას ანდე ფიქრები,
ნუ დააშინებ, როგორც თვით მხეცი...
ასე მისთვის ხომ ვეღარც იქნები...
ქალია... ჰოდა, ისე შეხედე,
როგორც გაზაფხულს შენსას, ის ხომ მარტია...
ნუღარ იმკაცრებ, თუკი ვერ გკოცნის,
იქნებ და... ესეც შენი ბრალია...
ქალია რა ქნას?..
ის... ეძებს ახსნას!..
შენ რომ კაცი ხარ... და ვაჟკაცი ხარ,
შუბლზე აკოცე და იქნებ რა თქვას...
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев