Предыдущая публикация
შენთნ ერთად შევხვდები
ერთად ვუმზერთ ცის ბილიკებს
ცისარტყელას ფერებით
ისევ ათევს გაზაფხული
ღამეს ნაალერსევი
ისევ გვწერენ ჩვენ ორივეს
ეს თავხედი ლექსები
მტვრიან ქუჩას გავუყვები
წინ ხომ მაინც შემხვდები
რატო ქრება ასე უცებ
როცა ბაგეს ვეხები
ანდა რატო მაგიჯებენ
ეს წერწეტა ფეხები
ჩემში რატო შემოდიხარ
სულში რატო მეხები
მერე რა რო წლები მიდის
მერე რა რო ვბერდდები
შენ ხო ისევ გამიმეტე
მე კი არ მემეტები
იქნებ სულაც ზღაპრის ბოლო
არ ყოფილა კეთილი
ანდა იქნებ ეს უაზრო
ოცნებაა ტეხილი
ჰარმონიის გზაზე ვდგავარ
თავს მაწყენენ ფიქრები
უიმედო იმედები
და უსიტყვო სიტყვები
ალიონზე ამ მზის სხივებს
შენთან ერთად შევხვდები
ერთად ვუმზერთ ცის ბილიკებს
ცისარტყელას ფერებით
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев