მე ის დედა ვარ – ერთი თვის მერე ორსულად რომ არ იყო და თავი უშვილო ეგონა…
მე ის დედა ვარ – წლები რომ გაატარა შვილის ლოდინში…
მე ის დედა ვარ – ორსულობა რომ შეიტყო და ცრემლები ღვარა…
მე ის დედა ვარ – ცხრა თვის მანძილზე სულ რომ ეგონა, ბავშვს რაღაც უჭირდა…
მე ის დედა ვარ – ექოსკოპიის გადაღებიდან მხოლოდ ერთი კვირა რომ იყო მშვიდად…
მე ის
დედა ვარ – ექოსკოპიაზე ბავშვი 300 გრამი რომ იყო, ნორმა კი - 250, და - გოლიათიაო, უხაროდა…
მე ის დედა ვარ – ორსულობაში ბოლი რომ შეისუნთქა და გინეკოლოგს დაურეკა, ბავშვი ხომ არ გაიგუდებოდაო…
მე ის დედა ვარ – 10 დეკემბერს რომ უთხრეს, გაჩნდებაო და 11 დეკემბერს ეგონა, ჩაეხარშა ბავშვი…
მე ის დედა ვარ – ერთი დღე-ღამის ტკივილი რომ ერთ წამში დაავიწყა გულზე დაწვენილმა შვილმა…
მე ის დედა ვარ – რომ ეგონა, შვილს შეუცვლიდნენ სამშობიაროში, რადგან ყველაზე ლამაზი გააჩინა…
მე ის დედა ვარ – ერთი წამით რომ არ დაუტოვა ექთნებს პატარა…
მე ის დედა ვარ – სამშობიაროში დღე საუკუნედ რომ ექცა…
მე ის დედა ვარ – არაერთი ღამე რომ უთია მუცლის ტკივილით ატირებულ შვილს…
მე ის დედა ვარ – პირველად რომ შვილს საჭმელი გადაცდა, მიატოვა და გარბოდა…
მე ის დედა ვარ – ღამის თენების მიუხედავად, დღე ძილი რომ არ ეკარებოდა…
მე ის დედა ვარ – მძინარე შვილს რომ ხელს ადებდა და უსმენდა, ხომ სუნთქავსო…
მე ის დედა ვარ – 20-წუთიანი რწევის მერე რომ დააძინებდა და 5 წუთში მღვიძარი შვილი რომ ენატრებოდა და მის გაღვიძებას ნატრობდა…
მე ის დედა ვარ – სახლი რომ არეულია, ელოდება, ბავშვი დაიძინებს მივალაგებო და დრო ყავის სმაში გაჰყავს.
მე ის დედა ვარ – შვილს რომ სიცხეს აძლევს და ნადგურდება…
მე ის დედა ვარ – ახალი დაწეული რომ აქვს სიცხე და მაღვიძარას აყენებს ყოველ 1 საათში, სიცხე არ გამომეპაროსო, თუმცა იმ ღამეს მაინც ათენებს შვილის სუნთქვის თვლაში…
მე ის დედა ვარ – შვილი რომ ლოგინიდან გადმოუვარდა…
მე ის დედა ვარ – შვილი რომ არ ჰგავს…
მე ის დედა ვარ – პედიატრის რომ რცხვენია, იმდენჯერ ურეკავს სულელური შეკითხვებით…
მე ის დედა ვარ – შვილი რომ საავადმყოფოში ეწვინა…
მე ის დედა ვარ – ყველა რომ ეჩხუბება, ნუ ფეთიანობო…
მე ის დედა ვარ – ბავშვი ეზოში მეორე კიბეზე რომ ზის და მთის მწვერვალზე ჰგონია…
მე ის დედა ვარ – ბავშვის ჰაერში აგდებას რომ ვერ იტანს…
მე ის დედა ვარ – ბავშვი რომ მუხლს გაიხეხავს და ჰგონია, სისხლისგან იცლება…
მე ის დედა ვარ – ბავშვი ერთ კვებას რომ ჩააგდებს და ჰგონია, გაძვალტყავდა, ისე გახდა…
მე ის დედა ვარ – შვილის ყველა წამლის გემო რომ იცის…
მე ის დედა ვარ – შვილის იღლიის, ფეხის და ტაკოს სუნი რომ აგიჟებს…
მე ის დედა ვარ – რომ ვატყობ, ასე გიჟი დავრჩები…
მე ის დედა ვარ – ამას რომ წაიკითხავთ და იტყვით რამეს (რა თქმა უნდა, არა კარგს).
და ბოლოს, მე ის დედა ვარ – რაც არ უნდა თქვათ მაინც, რომ არაფერი შემცვლის…❤
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 7