ქალი ვარ, ცხოვრების ათასგზით ნატანჯი, სახეზე მატყვია ქარცეცხლის იარა, უფალო! შვილებთან სიშორით რატომ მსჯი რამდენჯერ დავცალე ტკივილის ფიალა. დედა ვარ, ლომივით ვისწავლე "ღრიალი," ჩემ ჯიშს და მონაგარს კბილებით დავიცავ, ვიბრძოლებ, სანამდის ჯანი მაქვს მთლიანი, მიწაზე დაცემას ვერასდროს ავიტან. ყოველი ცრემლი და უძილო ღამენი, ბალიშზე ნაგროვებ სევდად რომ აწვეთავს, ეს დედის ცრემლია, თვალებზე ნადენი, გულში რომ იდუღებს ცხელ სისხლად ნაწვეთარს. დედა ვარ, არწივის ძლიერი ფრთებით და შვილების დასაყრდენ ძალად და იმედად, ტაატით გატარებთ დაღლილი მხრებით და გავუძლებ, თუ ჩემი სიცოცხლე გჭირდებათ. გახსოვდეთ! წყალში ნუ ჩამიყრით წვალებას, დედაა, ვინც შვილებს სიცოცხლეს დაუთმობს, უძლური თუ მნახოთ, ნუ დაგეზარებათ, ეცადეთ დედათქვენს გული რომ გაუთბოთ.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 54