Предыдущая публикация
მერე იებად მოვალ...
აღარასოდეს ვიქნები
ისეთი, ახლა რომ ვარ.
მე ჩემებურად მიყვარდი,
სხვა სხვანაირად გეტრფის,
სათქმელს, შენთვის რომ ვამბობდი,
სხვა ვერასოდეს გეტყვის.
დრო მოლოდინში ილევა,
კვლავ ოცნებებით ვთბები...
ცას მანამ მოვირონიებ,
სანამ დამცვივა ფრთები.
ლექსებად ახლა ვიღვრები,
ხვალ ვიღვარღვარებ წვიმად,
ცეცხლს სამომავლოდ ნუ ზოგავ,
დღეს უფრო მეტად მცივა.
შენთან მწადია დარჩენა,
ფეხსაც ამიტომ ვითრევ...
მოდი და დამეპატრონე,
სხვა მიპატრონებს ვიდრე.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев