Предыдущая публикация
ისევ გადმოსახლდა ჩემში მარტოობა
თითქოს კალენდარზე დრომაც აურია,
ცას რომ ვეხებოდი ჩუმი ჰარმონიით
დღეს იმ სამყაროში უცხო ხმაურია.
ბნელი ღამეები ფურცლებს მთავაზობენ
შავი ღრუბლებიკი მელანს მპირდებიან,
მთვარე ვარსკვლავები აქვე ნავარდობენ
ჩემი გრძნობებიკი აღარ იცვლებიან.
იქვე დაუბერავს ქარი მარტოობის
მტვრიან როიალსაც ვინმე ააჟღერებს,
მეკი ფურცლებით და კალმით შევეხები
მას ვინც სიყვარულზე ზღაპარს დამაჯერებს.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев