გამარჯობა სიბნელევ!
მოდი რაღას იგვიანებ,
გელოდებით სიჩუმევ!...
თქვენღა დამრჩით უღალატო,
უცვლელი მეგობრები,
ვინც კი იყო ყველა გაქრა,
როგორც ფუჭი ჭორები...
არ გავკიცხავ მე არავის
და არც ვნანობ არაფერს,
ეს ცხოვრება ზღაპარია,
არ ვემდური მე ჩემს ბედს...
აგერ ღამეც შემობრძანდა,
ხუთნი გავხდით დავთვალე,
მოდით ახლა დამეწვიეთ.
პურ-მარილი გავშალე....
სუფრა ჩემი მოკრძალია,
ბევრს არ იტევს მაგიდა,
თუმცა მე დღეს თქვენ ოთხს გარდა,
აღარავინ არ მინდა...
თამადობას ვერ დაგითმობთ,
ამ საღამოს გულს უნდა,
მინდა დავთვრე თქვენთან ერთად,
სული ისევ ამტკივდა...
პირველი ხომ უფალია!
მეორე კი წასულები,
წინაპრები არ გამოგვრჩეს,
ცხონდება მათი სულები...
ეხლა მშობლებს გაუმარჯოს,
დავაფასოთ მათი ზრუნვა,
სამუდამო ყოფილიყოს,
მშობელთა და შვილთა ბრუნვა...
არ დავტოვოთ დები,ძმები,
ერთმანეთის გარეშე,
მხარდაჭერა ჭირში ლხინში,
მათ უსურვოთ ყოველდღე...
პატარების სადღეგრძელო,
იყოს სხვაზე ხმოვანი,
რადგან მათი კარგად ყოფნით,
ჩვენ ვიქნებით წლოვანი...
მსოფლიოში ვერვინ ვხდება,
ქართველები რატომ ვსვამთ,
სისხლის,ხორცის სადღეგრძელოს
და ერთმანეთს მაინც ვჭამთ...
ყურადღება მეგობრებო,
მინდა შევსვათ ორი ჭიქით,
ყველას,ყველას გაგიმარჯოთ,
ვინაც სიყვარული იცით...
სიყვარული იგივ ღმერთი,
არის ყოვლის საწინდარი,
მის გარეშე ცხოვრება ხომ,
არის მძიმე საზიდარი...
მომდევნო და დალოცვილი,
არის კიდევ ერთი გრძნობა,
როცა იგი უცვლელია
და მას ქვია მეგობრობა...
ტრადიციულს არ მივაკლოთ,
მოყვრები და მეზობლები,
მათ გარეშე ბედნიერი,
კაცი ქვეყნად ვერ იქნები...
დადგა ჯერი ბოლო ლუკმის,
ყველამ ვიცით რომ ტკბილია,
სამშობლო და დედა ენა,
ჩვენთვის ნაცნობი ხილია...
ღმერთო! შეგთხოვ დაიფარე,
კურთხეული შენგან მიწა,
საქართველოს გარაშე ხომ,
ვერ იბრუნებს დედამიწა...
=======================
ტვინი დათვრა,გული გათბა,
სული სადღაც გაფრინდა,
ეხლა უკვე უსაშველოდ,
ერთის ნახვა მომინდა...
ცაზე მთვარე ამობრძანდა,
ვარსკვლავებით მოჭედილი,
ვინც გამიგებს გულის წადილს,
ყველა იყოს დალოცვილი!!!
«მოცვეთილი გურული»
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев