შენ მეისპე,გადაშენდი,
შენი იყოს ქვესკნელი და
ჯანდაბა და კურმუხეთი...
არ გეღირსოს გათენება,
დაღამება ამის მეტი,
ვინ ოხერმა მოგიგონა,
ნამეტანი ხარ ზედმეტი...
შენ მენახე მოტაფული,
მორაჯგული და გამქრალი,
მასთან ერთად ვინც დაგთესლა,
დაფუფქული და ჩამქრალი...
ღმერთმა აწი არ მოგასწროს,
არც ერთ ფილტვში დაბუდება,
აღარავის დასჭირვოდეს,
შენს გულიზა დახველება...
არც სიცხე და აღარც სურდო,
აღარც ოტკით დასველება,
მთელ დუნიას ხვალ მოგვესწროს,
შენი ჯიშის გასვენება...
ახალი თუ ძველიაო,
'დეიდა' თუ 'ბიძაშვილი',
ყველა ერთად გადაშენდით,
არ დაგრჩეთ 'მამიდაშვილი'...
ხომ გეყურა რაც გითხარი,
შენდა ჯობს რომ გეიპარო,
გირჩევნოდეს შენი ნებით,
თვალები რომ დეითხარო...
ხომ კი იცი ქვეყანაზე,
არის ერთადერთი კუთხე,
სადაც შენი ნატამალი,
ვერ გამრავლდა ვერც ერთი დღე...
იმიზა რომ ხალხი ცხოვრობს,
ამტანი და მხიარული,
შენნაირმა ბევრმა სცადა,
ვერ მოგვჭამა ფეხის გული....
ხოდა სანამ გადვირიეთ,
გურია და გურულები,
გაგვასტარი მოუსვლელში,
არ იფიქრო გემახსრები...
თუ შემორჩი კიდო სამე,
ნუ გგონია დაგვემალე,
გინდა იყოს ჩინეთი თუ,
იტალია,გვატემალე...
ჩვენ ყოლგან ვართ დუნიაზე,
წინაპრებმა რომ იზრუნეს,
ზოგმა ცხენი აჯირითა,
რომ დაჭირდა ჯანყიც ქი ქნეს...
იცოდე მეტს აღარ გეტყვი,
თუ დარჩები ყოლგან გნახავთ,
ნაფთს მევიტანთ გადაგასხამთ,
დედა-ბუჯერს გადაგიწვავთ!!!...
«მოცვეთილი გურული»
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1