მე გვირილებით დაგიწერ სიტყვას,
სიტყვას რომელიც მრავალჯერ მითქვამს!
მაგრამ შენამდე ვერ გამიგია,
თუ რა ყოფილა,ანდა რას ნიშნავს...
შენ მიმახვედრე და მაგრძნობინე,
ამ სიტყვის არსი და ნეტარება,
რომ ის ყოფილა ღმერთი და რწმენა,
სიხარული და ბედნიერება!!!...
მხოლოდ შენ შეძელ,ის რაც მრავალმა,
წლების მანძილზე ამაოდ სცადა,
შენ შეაღწიე ჩემს სამყაროში
და ამიღერღე სიცოცხლის მადა....
მხოლოდ შენ ერთმა,მხოლოდ ასეთმა,
კეთილშობილმა!დიდსულოვანმა!
სული გამითბე,გული გამიღე,
რაც რომ ვერ შეძლო ბევრმა მავანმა....
ეს გაზაფხულიც შენვე მაჩუქე,
შენებრ თბილი და ხალისიანი,
მინდა სამყაროს გავაგებინო,
ის ერთი სიტყვა მაღალხმიანი....
და კიდევ ის რომ,შენა ხარ მხოლოდ,
ჩემი ცხოვრების ბოლო იმედი,
ჩემგან რჩეული,ამ სიტყვის ღირსი,
რაღა ვინატრო ამაზე მეტი?!...
ჩემო ხატებავ და მონატრებავ!
საოცრებავ და ბედნიერებავ!
დილის რიჟრაჟო და დაღამებავ!
მიიღე ჩემგან ეს აღსარება!!!. // მოცვეთილი გურული //
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев