Предыдущая публикация
ოცდაორი თუ არ ვცდები,
ვისთვის დღესასწაულია,
ზოგის მწარე ხვედრი ბედის...
არ იდარდოთ თუკი ვინმეს,
არ ეღირსა ლოცვა დედის,
ხდება ძირი მწარე არის,
კენწეროში გატკბილდების...
ცხოვრება ხომ ზღაპარია,
კეთილს ებრძვის ბოროტება,
მთავარია დასასრული
და კეთილის გამარჯვება...
კიდევ ერთსაც შეგახსენებთ,
არ შესჩივლოთ უფალ ღმერთსა,
სიყვარული თესეთ ყველგან
და მიიღებთ კარგსა ბედსა...
არ იფიქროს ვინმემ ვერჩი,
მინდა ყველას კარგად ყოფნა,
არ იჩქაროთ ქორწინება,
დაინახეთ ზოგის ყოფა...
06:30
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2