18 შვილის დედა მეცხრამეტეზეა ფეხმძიმედ და მეოცე შვილზე ოცნებობს
მრავალრიცხოვანი ოჯახი ერთად ყოველთვის სადილობს და მარტო ვახშამზე 30 ქათამი, 60 კგ კარტოფილი და 100 კგ ბრინჯი სჭირდებათ.
ამერიკაში მრავალცოლიანობა აკრძალულია, მაგრამ მრავალშვილიანი ოჯახები იქაც ჰყავთ. ჯიმ-ბობსა და მიშელ დაგერებს ცხრამეტი შვილი ჰყავთ. 2011 წლის 8 ნოემბერს 45 წლის მიშელმა განაცხადა, რომ მეოცე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ, მაგრამ სამწუხაროდ, ერთ თვეში მუცელი მოეშალა.
მშობლები შვილებს ტელევიზორის ყურებასა და ინტერნეტით სარგებლობას უზღუდავენ. ამასთანავე, ბავშვები სკოლაში არ დადიან, - დედა წერა-კითხვას ასწავლით, მამა - მათემატიკას. ყველა ბავშვი მღერის და უკრავს მუსიკალურ ინსტრუმენტზე. ოჯახი არ სარგებლობს არც ძიძითა და არც საბავშვო ბაღით. ოჯახი სახელმწიფოს ხარჯზე არ ცხოვრობს. უფროსი დაგერი ორ ადგილას მუშაობს, შვილები რომ უზრუნველყოს.
44 წლის ამერიკელი კელი ბეიტსი 18 შვილის დედაა. მალე მას მეცხრამეტე ბავშვიც ეყოლება. ”23 წლის გავთხოვდი და მას შემდეგ წელი არ გასულა, ფეხმძიმედ არ ვყოფილიყავი. ბედნიერი ვარ, როცა ვიცი, რომ ჩემში ახალი სიცოცხლე ცხოვრობს”. ქალს არც ერთი ტყუპი არ ჰყავს. პირველი 14 შვილი გაუტკივარების გარეშე გააჩინა. უფროსი შვილი, ვაჟი ზაკი 22 წლისაა, უმცროსი ვაჟი - 11 თვის.
რელიგიურ ოჯახში არ აქვთ ტელევიზორი და ინტერნეტი. ქორწინებამდე სექსი აკრძალულია. სამედიცინო დახმარებას კი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ. კელი და ჯილი ბეიტსების ოჯახში სულ ხუთი საძინებელია, მაგრამ 8 გოგონას (2-დან 20 წლამდე) ერთ ოთახში, ერთ დიდ საწოლზე სძინავს. დებს ვერ წარმოუდგენიათ, უერთმანეთოდ როგორ უნდა გაძლონ.
საყიდლებზე 18 წლის ლაუსონი ზრუნავს. ის ყოველდღიურად სუპერმარკეტში სიით მიდის და 250 დოლარის პროდუქტი მოაქვს. საღამოობით ტელევიზორის ყურების ან კომპიუტერზე თამაშის ნაცვლად, ბავშვები მუსიკალურ ინსტრუმენტებზე უკრავენ ან მღერიან.
მრავალშვილიანი ოჯახი ბრიტანეთშიც ცხოვრობს. 37 წლის სიუ რედფორდმა 2012 წლის 23 ნოემბერს მეთექვსმეტე შვილი გააჩინა. მისი მეუღლე ნოელი დილიდან საღამომდე საცხობში მუშაობს, რათა მრავალრიცხოვანი ოჯახი არჩინოს. სიუმ და ნოელმა ერთმანეთი სკოლაში გაიცნეს. გოგონა 14 წლის იყო, როცა პირველი ბავშვი გააჩინა და არც მომავალში გამორიცხავს შვილების კიდევ გაჩენას.
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
„ერთხელ, როდესაც მეგობრობას აუბა მხარი,ლომს რესტორანში საქეიფოდ შემოჰყვა ხარი,და რადგან ჰქონდათ ჯანმრთელობა ორივეს რკინის , გათენებამდე აღარ მორჩნენ დალევას ...
Нет комментариев