Показать картинку წვიმის შემდეგ ზღვა გამოყრის ნაგავს,
სანაპიროს რითი აღარ გვივსებს...
ჩემი გული ნაწვიმარ ზღვას არ ჰგავს,
-შიგ იტოვებს ჩაჯანგებულ ისრებს..
ჩემი ქვეყანა-მზიანი,კოხტა... ჩემი ქვეყანა ნახევრად მოკვდა... ჩემი ქვეყანა მუშტში ეტევა... ჩემი ქვეყანა გულის შეტევა... ჩემი ქვეყანა სულგაშლილია... ჩემი ქვეყანა სულ დასჯილია... ჩემი ქვეყანა-ჯართის დარაჯი... მე ვრჩები.შენ კი,თუ გსურს გააჯვი..
ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს, შუა ღამეს მზის სხივიც თუ მაკოცებს, აქ ხომ შავი საყვარელი ფერია, აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია, აქ არ ხარობს თავმდაბლობის ნარგავი, აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი, აქ სიზმრები აღარ არის ფერადი, აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი, აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში, აქ ხომ ახლა ბოზობაა მოდაში, აქ გესევა მათხოვრების არმია, აქ სიყალბე უმთავრესი შარმია, აქ უნიჭო სიმღერები ხიტია, აქ ბებერი ალაზანში ჰკიდია, აქ პოეტებს გაურბიან მუზები, აქ გესვრიან თუ არ წაიკუზები, ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა.
ჩემი ქვეყანა მზიანი კოხტა... ჩემი ქვეყანა ნახევრად მიკვდა... ჩემი ქვეყანა მუშტში ეტევა... ჩემი ქვეყანა გულის შეტევა... ჩემი ქვეყანა სულ გაშლილია... ჩემი ქვეყანა სულ დასჯილია... ჩემი ქვეყანა-ჯართის დარაჯი ... მე ვრჩები, შენ კი თუ გსურს გააჯვი...
დღეს უკვე გავუძლებ უშენო საათებს, აღარ ვწერთ ერთმანეთ სევდიან ბარათებს. ჩვენი ერთად ყოფნა თუ იყო შეცდომა გამოვასწოროთ ისევ ჩვენ ორმა. წარსულზე ფიქრებმა გონება მოიცვა, კიდევ მაქვს სათქმელი შეჩერდი! მოიცა.... მიყვარხარ..
ტყე ჩემია მე მიგებენ ხაფანგს. ანკესი მაქვს ზღვას კი თევზი არ ჰყავს, სარკე კი მაქვს მასში ვინც ჩანს არ მგავს. ტყვიები მაქვს მაგრამ არ მაქვს თოფი, კალამი მაქვს ვერ დავწერე სტროფი. საფულე მაქვს შიგნით არ დევს ფული მანქანა მყავს არ ტრიალებს რული. საათი მაქვს გატეხილი ისრით, სიზმრად ვხედავ ჟირაფს მოკლე კისრით ძაღლები მყავს მაგრამ მე ვერ მცნობენ, ქალები მყავს ჩემს ლექსებს ვერ გრძნობენ. სახლ_კარი მაქვს გასაღები არ მაქვს, სამშობლო მაქვს გასაყიდად გამაქვს, გავაგრძელო შევძლებ? თუმცა კმარა, ბიბლია მაქვს მაგრამ რწმენა კი არა..
გამყიდეს, გამცვალეს, მაგრამ ვერ დამცალეს. ფეხზე დამიკიდეს, მაგრამ ვერ მიყიდეს, წამართვეს, გამწირეს, _ ეს მე არ მამცირებს, შემარქვეს, მომიგონეს, _მაინც ვერ დამიმონეს, დაჭრილი დამტოვეს, ვეჩვევი სიმარტოვეს გადამაგდეს, მომპარეს, _ გმადლობთ მტერს და მოყვარეს. მომატყუეს, დამათვრეს და ზეიმი გამართეს
"რა სონეტი, ან რაღა დროს მიძღვნებია? - დაგვანებონ თავია, თუ... თავები! ოცნებები, ცნებებივით ირღვევიან უსასრულო დასასრულში გავები... მე არ ვიცი, რა წებოთი გავამრთელო? მე არ ვიცი, დავუჯერო ვის ზრახვებს? - დაველოდოთ, გასულია საქართველო და რომ მოვა, თვითონ გამოგვიძახებს...
10 წამია რაც გაგიცანი 9 წამი არის რაც გავიხარე 8 არის წამი ვიგრძენი ტანი 7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე 6 გავიდა -წამება ექვსი 5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი 4 უაზრო უშენო წამი 3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი 2 წამში ხდება შეტევა გულის 1 წამში სკდება გულის ფიცარი 10 წამია რაც გაგიცანი საუკუნეა რაც შეგიყვარე
გამყიდეს, გამცვალეს, მაგრამ ვერ დამცალეს, ფეხზე დამიკიდეს, მაგრამ ვერ მიყიდეს, წამართვეს, გამწირეს, ეს მე არ მამცირებს შემარქვეს, მომიგონეს, მაინც ვერ დამიმონეს, დაჭრილი დამტოვეს ვეჩვევი სიმარტოვეს. გადამაგდეს, მომპარეს, გმადლობთ მტერს და მოყვარეს. მომატყუეს, დამათვრეს და ზეიმი გამართეს, ლამის მომკლან, ჩამქოლონ, ზედ წიხლი დამაყოლონ, ცრემლისთვის დამცინეს, მცხელა თან მაციებს, ლექსებს მიწუნებენ, ვალს არ მიბრუნებენ, ყველგან ცუდს ხედავენ, რას არ მიბედავენ, ღმერთო რას არ ამბობენ, რა სიტყვით არ მამკობენ. ფრთები მაინც მეზრდება, წერა არ მომბეზრდება, მიყვარს და მეყვარება ეჭვიც არ მეპარება, სანამ არ დამმარხავენ, მშვიდს მე ვერსად მნახავენ, ლექსს ვკიოდი თან წვიმდა, და მიბღვერდა მთაწმინდა...
მინდა რომ, ჩემო ლამაზო, ერთი რამ შემოგთავაზო: ეგ კულულები მკერდზე მეფაროს, შენი სიზმრების დაცვა მებაროს. შენ, ჩემი გულის ფეთქვას განაგებ, მე კი, ლექსებით მოგამარაგებ…
მე მიყვარს თოვა სიცელქე ამ ცის მეც ვემსგავსები თავგასულ ყმაწვილს მიყვარს ზამთარში სიძუნწე ფერთა მიმოფანტული ველებზე თეთრად მიყვარს ნაძლის ხე..... ბუხარი.... სითბო..... ის ვინც საჩუქრებს ყოველ წელს ითხოვს, ჩემს ბიჭებთან როგორ მიყვარს დღის და ღამის არევა რომც გტკიოდეს, რომც გციოდეს იქ თქვით ლუდის დალევა ჩვენ ერთად ვართ მთავარია მერე რა რო ზამთარია
10 წამია რაც გაგიცანი 9 წამი არის რაც გავიხარე 8 არის წამი ვიგრძენი ტანი 7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე 6 გავიდა -წამება ექვსი 5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი 4 უაზრო უშენო წამი 3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი 2 წამში ხდება შეტევა გულის 1 წამში სკდება გულის ფიცარი 10 წამია რაც გაგიცანი საუკუნეა რაც შეგიყვარე
მღვდლებმა მითხარით , ან წარმართებმა , რა მემართება? რა მემართება? ტყუილი , ნეტავ , რას მემართლება, რა მემართება? რა მემართება? გული თავისით არ იმართება, რა მემართება? რა მემართება? სული დამისხამს, ტვინი დათვრება, რა მემართება? რა მემართება? რად გამიტაცეს ცრუ მიმართვებმა, რა მემართება? რა მემართება? უსახურობა სახეს მართმევდა, რა მემართება? რა მემართება? ალბათ, თავდახრა უფრო მმართებდა, რა მემართება? რა მემართება? ბედი ბედავდა, სად არ მათრევდა, რა მემართება? რა მემართება?
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 35
დღემ დაღალა მზე. დაიღალნენ მთები ზვავით,
ზღვამ იცვალა ზნე.
დაღლილ ნოტებსაც კი ვხვდები
-sol-fa-mi-re-do
ერთადერთი, ეს თავხედი,
არ იღლება დრო..
წვიმის შემდეგ ზღვა გამოყრის ნაგავს, სანაპიროს რითი აღარ გვივსებს... ჩემი გული ნაწვიმარ ზღვას არ ჰგავს, -შიგ იტოვებს ჩაჯანგებულ ისრებს..
ჩემი ქვეყანა-მზიანი,კოხტა...
ჩემი ქვეყანა ნახევრად მოკვდა...
ჩემი ქვეყანა მუშტში ეტევა...
ჩემი ქვეყანა გულის შეტევა...
ჩემი ქვეყანა სულგაშლილია...
ჩემი ქვეყანა სულ დასჯილია...
ჩემი ქვეყანა-ჯართის დარაჯი...
მე ვრჩები.შენ კი,თუ გსურს გააჯვი..
არ ეშლებოდა შექსპირს კაფია. მე კი, შემინდეთ, ბევრი შემშლია.
ესეც პატარა ეპიტაფია...
ვინ სთქვა, რომ სდუმან პირამიდები?!
– ისე გულწრფელად ვლაპარაკობდით...
მეც მათთან ცრემლებს არ ვერიდები,
გუშინ ასაკზე ერთად ვდარდობდით.
გადაუქანცავთ არაფრის ლოდინს,
რომ დავაწყნარო, რას არ ვპირდები...
მაგრამ, მორიგი ტურისტი მოდის
და ჩუმდებიან პირამიდები...
ოჰ, მატყუარა პირამიდები
– ჩემსა და ზეცას შორის ხიდები...
მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენ , რა იპოვე ჩემში ?!
შენ - წმინდა სანთლის ღვენთი.
მე - გაფანტული ხრეში.
მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენში ის თავს გრძნობს კარგად.
ჩემში კი სველი დენთი
- აღარ ღირს დროის კარგვად.
მე შენში მიყვარს ღმერთი !
ტერფებთან გინთებ სანთლებს . . .
და თუ ასეა - წვეთი ,
ნამუსი მაინც მმართებს . .
ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს,
შუა ღამეს მზის სხივიც თუ მაკოცებს,
აქ ხომ შავი საყვარელი ფერია,
აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია,
აქ არ ხარობს თავმდაბლობის ნარგავი,
აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი,
აქ სიზმრები აღარ არის ფერადი,
აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი,
აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში,
აქ ხომ ახლა ბოზობაა მოდაში,
აქ გესევა მათხოვრების არმია,
აქ სიყალბე უმთავრესი შარმია,
აქ უნიჭო სიმღერები ხიტია,
აქ ბებერი ალაზანში ჰკიდია,
აქ პოეტებს გაურბიან მუზები,
აქ გესვრიან თუ არ წაიკუზები,
ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა,
აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა.
ნიკო გომელაური
სამშობლო მართლაც ჩემი ხატია!
-ამ ხატს რამდენი ჭუჭყი ატყვია?!
ღვთის წინაშე ჩემი ბრალი
არის ის, რომ სულ ვარ მთვრალი:
ღვინით, ლექსით,
წვიმით, სექსით,
სცენით, სიმით,
ამით, იმით...
მუდამ ასე მიწევს თრობა
-ჩემი ,,მე,, ამით ერთობა...
წავედი... ალბათ მომბეზრდა ბრძოლა,
მომბეზრდა ბრძოლა წისქვილთან ქარის,
ჯდომა, კი არა ნემსებზე წოლა,
აღიარება მომბეზრდა ბრალის.
წავედი... ალბათ არ ღირდა წასვლა,
არც მოსვლა ღირდა, მაგრამ, ხომ მოხდა,
არც გრძნობაზე ღირს ხაზის გადასმა,
არც, თუ გახაზავ იმაზე ოხვრა.
არ ჩერდებაო დრო ვიღაცა ბრძენმა ბრძანა... და ეთანხმება ბრბო, ასე არ არის განა? როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა, დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა...
ზღვამ გადაყლაპა მზე, შეიგრძნო მისი ეშხი... როგორც შენ ერთხელ მე, შემომიტყუე შენში...
ჩემი ქვეყანა მზიანი კოხტა... ჩემი ქვეყანა ნახევრად მიკვდა... ჩემი ქვეყანა მუშტში ეტევა... ჩემი ქვეყანა გულის შეტევა... ჩემი ქვეყანა სულ გაშლილია... ჩემი ქვეყანა სულ დასჯილია... ჩემი ქვეყანა-ჯართის დარაჯი ... მე ვრჩები, შენ კი თუ გსურს გააჯვი...
დრო ყველაფრის მკურნალია,
ოღონდ ჩემი არა.
საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.
რასაც ვფიქრობ, გადმოვისვრი
უმარტივეს ლექსად.
წარსულს ვათრევ ჩემი კისრით,
ვერ ვიშორებ ვერსად.
როცა მოხუცს ვხედავ ვინმეს,
მახსენდება პაპა.
ცა, ვარსკვლავებს რომ ჩაიბნევს
დედაჩემის კაბა.
ცის ცრემლებზე მახსენდება
მე სიტყვები მამის . . .
ღვინო სანამ გამეხსნება,
მეც ავტირდე ლამის.
ღამე სმაში მათენდება
დამეკარგა ღერძი . . .
კიდევ რა არ მახსენდება,
კიდევ რას არ ვებრძვი.
საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.
დრო ყველაფრის მკურნალია
-ოღონდ ჩემი არა...
დღეს უკვე გავუძლებ
უშენო საათებს,
აღარ ვწერთ ერთმანეთ
სევდიან ბარათებს.
ჩვენი ერთად ყოფნა
თუ იყო შეცდომა
გამოვასწოროთ
ისევ ჩვენ ორმა.
წარსულზე ფიქრებმა
გონება მოიცვა,
კიდევ მაქვს სათქმელი
შეჩერდი! მოიცა....
მიყვარხარ..
ტყე ჩემია მე მიგებენ ხაფანგს.
ანკესი მაქვს ზღვას კი თევზი არ ჰყავს,
სარკე კი მაქვს მასში ვინც ჩანს არ მგავს.
ტყვიები მაქვს მაგრამ არ მაქვს თოფი,
კალამი მაქვს ვერ დავწერე სტროფი.
საფულე მაქვს შიგნით არ დევს ფული
მანქანა მყავს არ ტრიალებს რული.
საათი მაქვს გატეხილი ისრით,
სიზმრად ვხედავ ჟირაფს მოკლე კისრით
ძაღლები მყავს მაგრამ მე ვერ მცნობენ,
ქალები მყავს ჩემს ლექსებს ვერ გრძნობენ.
სახლ_კარი მაქვს გასაღები არ მაქვს,
სამშობლო მაქვს გასაყიდად გამაქვს,
გავაგრძელო შევძლებ? თუმცა კმარა,
ბიბლია მაქვს მაგრამ რწმენა კი არა..
გამყიდეს, გამცვალეს, მაგრამ ვერ დამცალეს.
ფეხზე დამიკიდეს, მაგრამ ვერ მიყიდეს,
წამართვეს, გამწირეს, _ ეს მე არ მამცირებს,
შემარქვეს, მომიგონეს, _მაინც ვერ დამიმონეს,
დაჭრილი დამტოვეს, ვეჩვევი სიმარტოვეს
გადამაგდეს, მომპარეს, _ გმადლობთ მტერს და მოყვარეს.
მომატყუეს, დამათვრეს და ზეიმი გამართეს
"რა სონეტი,
ან რაღა დროს მიძღვნებია?
- დაგვანებონ თავია, თუ... თავები!
ოცნებები, ცნებებივით ირღვევიან
უსასრულო დასასრულში გავები...
მე არ ვიცი, რა წებოთი გავამრთელო?
მე არ ვიცი,
დავუჯერო ვის ზრახვებს?
- დაველოდოთ,
გასულია საქართველო
და რომ მოვა,
თვითონ გამოგვიძახებს...
10 წამია რაც გაგიცანი
9 წამი არის რაც გავიხარე
8 არის წამი ვიგრძენი ტანი
7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე
6 გავიდა -წამება ექვსი
5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი
4 უაზრო უშენო წამი
3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი
2 წამში ხდება შეტევა გულის
1 წამში სკდება გულის ფიცარი
10 წამია რაც გაგიცანი
საუკუნეა რაც შეგიყვარე
გამყიდეს, გამცვალეს, მაგრამ ვერ დამცალეს,
ფეხზე დამიკიდეს, მაგრამ ვერ მიყიდეს,
წამართვეს, გამწირეს, ეს მე არ მამცირებს
შემარქვეს, მომიგონეს, მაინც ვერ დამიმონეს,
დაჭრილი დამტოვეს ვეჩვევი სიმარტოვეს.
გადამაგდეს, მომპარეს, გმადლობთ მტერს და მოყვარეს.
მომატყუეს, დამათვრეს და ზეიმი გამართეს,
ლამის მომკლან, ჩამქოლონ, ზედ წიხლი დამაყოლონ,
ცრემლისთვის დამცინეს, მცხელა თან მაციებს,
ლექსებს მიწუნებენ, ვალს არ მიბრუნებენ,
ყველგან ცუდს ხედავენ, რას არ მიბედავენ,
ღმერთო რას არ ამბობენ, რა სიტყვით არ მამკობენ.
ფრთები მაინც მეზრდება, წერა არ მომბეზრდება,
მიყვარს და მეყვარება ეჭვიც არ მეპარება,
სანამ არ დამმარხავენ, მშვიდს მე ვერსად მნახავენ,
ლექსს ვკიოდი თან წვიმდა, და მიბღვერდა მთაწმინდა...
მინდა რომ, ჩემო ლამაზო,
ერთი რამ შემოგთავაზო:
ეგ კულულები მკერდზე მეფაროს,
შენი სიზმრების დაცვა მებაროს.
შენ, ჩემი გულის ფეთქვას განაგებ,
მე კი, ლექსებით მოგამარაგებ…
გუშინ გავარდა ხმა, რომ გავთავდი.
ვიღაცას უთქვამს: ახია მასზე,
ბოლოს და ბოლოს ჯურღმული სული,
ჯურღმულ ღამეში ავიდა ცაზე.
არც ტაიჭს ვითხოვ, და არც მუზარადს,
არცა შენდობას, არც შეცოდებას.
ერთი მექნება, მხოლოდ მუდარა
- ნურვინ ეცდებით ჩემზე გოდებას.
ღმერთის შეცნობის ორ გზას ვხედავდი
- ტალახის გავლით, ან და გაფრენით.
მე ვამჯობინე ჭუჭყი და წვიმა,
სვლა ვამჯობინე მქანრი აფრებით.
ალბათ ამიტომ, ძმამაც მიმუხთლა
და ბედაური გამოდგა მხდალი,
ტყვიის წამალი დანესტიანდა,
მტერთან გამექცა ლამაზი ქალი.
მე ჯვრის სანაცვლოდ ბევრ ცოდვას ვზიდავ
და მექაჩება ცეცხლში სატანა,
ხანჯლივით მკეპავს მისი ღრიალი,
უხ, რა ძნელია ამის ატანა!
მაგრამ ამაოდ, ბნელის მსახურო,
არ მეშინია მე შენი მადის.
არ გადავუხვევ არჩეულ ბილიკს
- ბილიკს, რომელიც ჭაობზე გადის.
ნურვინ ეცდება ჩემს ამოთრევას,
რადგან ეს გარჯა მაინც მუქთაა.
გამიშვით, ვიჯდე მე ჩემს ჭაობში
- ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა
მე მიყვარს თოვა სიცელქე ამ ცის
მეც ვემსგავსები თავგასულ ყმაწვილს
მიყვარს ზამთარში სიძუნწე ფერთა
მიმოფანტული ველებზე თეთრად
მიყვარს ნაძლის ხე.....
ბუხარი....
სითბო.....
ის ვინც საჩუქრებს ყოველ წელს ითხოვს,
ჩემს ბიჭებთან როგორ მიყვარს
დღის და ღამის არევა
რომც გტკიოდეს, რომც გციოდეს
იქ თქვით ლუდის დალევა
ჩვენ ერთად ვართ მთავარია
მერე რა რო ზამთარია
9 წამი არის რაც გავიხარე
8 არის წამი ვიგრძენი ტანი
7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე
6 გავიდა -წამება ექვსი
5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი
4 უაზრო უშენო წამი
3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი
2 წამში ხდება შეტევა გულის
1 წამში სკდება გულის ფიცარი
10 წამია რაც გაგიცანი
საუკუნეა რაც შეგიყვარე
***(გულში გვალვა შევიფერე)
ნიკო გომელაური
გულში გვალვა შევიფერე,
თვალს ნალექი აღარ სცვივა.
შენ რომ სული შემიბერე,
იმ ნიავმა გამაცივა.
სიცხემ ცამდე ამიწია,
მზემ საწოლი დამაწია...
ეს სულ შენი ნაღვაწია.
ქარმა, ნაღრძობ წარმოსახვას
ვნების სეტყვა მიუსია.
ექიმბაში ზღვა რომ მნახავს,
ალბათ იტყვის: ვირუსია.
ამ ვირუსმა, მე რომ მარგო...
სხვა არავინ მეგულება.
რა კარგია, ჩემო კარგო,
თურმე შენით სნეულბა
მღვდლებმა მითხარით , ან წარმართებმა ,
რა მემართება? რა მემართება?
ტყუილი , ნეტავ , რას მემართლება,
რა მემართება? რა მემართება?
გული თავისით არ იმართება,
რა მემართება? რა მემართება?
სული დამისხამს, ტვინი დათვრება,
რა მემართება? რა მემართება?
რად გამიტაცეს ცრუ მიმართვებმა,
რა მემართება? რა მემართება?
უსახურობა სახეს მართმევდა,
რა მემართება? რა მემართება?
ალბათ, თავდახრა უფრო მმართებდა,
რა მემართება? რა მემართება?
ბედი ბედავდა, სად არ მათრევდა,
რა მემართება? რა მემართება?
,,რა მემართება? რა მემართება
მე რომ შემეძლოს ჩხუბის ატანა,
ქუჩა-ქუჩა კი აღარ ვივლიდი,
ჩვენ ვიქნებოდით ერთად პატარავ
და როგორც სულთანს შენ მომივლიდი...
მაგრამ სად არი ბაირამობა
-ბედი დაგდევდეს ფეხდაფეხ სულ თან.
ეს ალბათ უკვე აღარ გამოვა,
სულთანი არის შორი შენს სულთან.
ზღვამ გადაყლაპა მზე,
შეიგრძნო მისი ეშხი...
როგორც შენ ერთხელ მე,
შემომიტყუე შენში...
როცა პირველად შენი თვალები,
ჩემს თვალებს შეხვდა, მახსოვს ვილოცე.
როცა პირველად გვერდით დაჯექი,
- სიზმარი ახდა და გავიოცე.
როცა პირველად მზერა მესროლე,
თან გამიღიმე, მაგრად დავიბენ.
ვიფიქრე შენგან არა მინდა რა!
მე თვითონ ჩემს თავს ფეხქვეშ დაგიფენ.
როცა მომმართე ენა დამება,
შენ დემონი ხარ, თუ თვით განგება?
რომ გამიცინე, წამსვე დავთვერი
და არ მახსოვდა სხვა არაფერი.
როცა შემაქე, გულში ვიყვირე
როცა წახვედი ლამის ვიტირე.
ხვალ არ შემხედავ? არ გავიოცებ
მაინც მიყვარხარ, შენზე ვილოცებ