Предыдущая публикация
09.2016.
ვებრძვი ხილვებს კოშმარულს; ბრუნდებიან ნავები
(ყირამალა და არა სახლში) მოდის მხეცური
ცეცხლის თავსხმა, დემონის ხორხში ნაღავღავები,
გადარჩენის ინსტიქტმაც ღრმა ჭაობში შეცურა.
ვეძებ სარკეს სალეწად, მეწამლება ჰაერი,
ვერ ვეტევი მიწაზე, გალაქტიკაც მცირეა...
სად წავიდე? არ მინდა სუნთქვა არანაირი,
მე ვწერ სიკვდილს... კალამი ლამის გადაირია!
მინდა ჯვარი, ლურსმნები, სისხლი! მთა სულერთია,
ბნელ ცხოვრებას რა ვუყო? რა უდროოდ ვბერდები!...
სახრჩობელად დამეწნეს ფარსი წარსულეთი, ან
თეთრი სულით აივსოს შეწეული ფერდები!
ზვიად მეფარე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1
ვებრძვი ხილვებს კოშმარულს; ბრუნდებიან ნავები
(ყირამალა და არა სახლში) მოდის მხეცური
ცეცხლის თავსხმა, დემონის ხორხში ნაღავღავები,
გადარჩენის ინსტიქტმაც ღრმა ჭაობში შეცურა.
ვეძებ სარკეს სალეწად, მეწამლება ჰაერი,
ვერ ვეტევი მიწაზე, გ...Ещёთეთრი სული 11.09.2016.