10.2010.ზ.ნ.
ვარ პოეზიის მედოლე, სულში მუსიკა იცინის,
არ ტირის აღარც დუმილი, აღარც გველების სისინი,
ამ ლექსს ტკბილ ჰანგებს მივუძღვნი, თბილს, საყვარელს და ვნებიანს,
მკერდში რომ გული ბაგუნობს, ბრინჯაოს ბარაბნებია!
როგორ ელოდა სილაღეს ეს გული, როგორ ელოდა!
როგორ ელოდა ზეცისკენ ამართვას სადღეგრძელოთა!
არ ვიცი, როგორ გავუძლებ ციური ცეცხლის გიზგიზებს,
გიტარა ტირის ხელებში, ყელში ფლეიტა კისკისებს,
ჩვენც ავიჭრებით ღრუბლებში, სადაც უსაზღვრო სივრცეა,
სადაც უფალი დაგვიწერს გალობის თეთრ ოდისეას,
იქ, სადაც ქორწინდებიან ქართული ხმა და მორალი,
სადაც წითლდება დაისი, ვით გოგო ნაამბორალი,
სადაც რითმების ორკესტრი და მოგრიალე დოლია,
დღეს ვიბადებით მეორედ, სულ გაქრა მელანქოლია!
თავებზე გვადგას გვირგვინი, სახეზე გვადევს ალმური,
სულში კი უკრავს მუსიკა, ფურცლებზე ცეკვა "კალმური",
დღეს ვარსკვლავებთან ვიცეკვებთ და გადავიფრენთ მთვარეზე,
რომ სახეებზე ვამეფოთ ღიმილი მოასპარეზე,
დუმილო, დარდო, ტირილო, წადით და კარგად მეყოლეთ,
რა დროს თქვენა ხართ, დოლს ვუკრავ, ვარ პოეზიის მედოლე!
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 13
მუსიკალური პოეზია 11.10.2010.ზ.ნ.
ვარ პოეზიის მედოლე,
სულში მუსიკა იცინის,
არ ტირის აღარც დუმილი,
აღარც გველების სისინი,
ამ ლექსს ტკბილ ჰანგებს მივუძღვნი,
თბილს, საყვარელს და ვნებიანს,
მკერდში რომ გული ბაგუნობს,
ბრინჯაოს ბარაბნებია!
როგორ ელოდა სილაღეს
ეს გული, როგორ ელოდა!
როგორ ელოდა ზეცისკენ
ამართვას სადღეგრძელოთა!
<p...Ещёმუსიკალური პოეზია 11.10.2010.ზ.ნ.
ვარ პოეზიის მედოლე,
სულში მუსიკა იცინის,
არ ტირის აღარც დუმილი,
აღარც გველების სისინი,
ამ ლექსს ტკბილ ჰანგებს მივუძღვნი,
თბილს, საყვარელს და ვნებიანს,
მკერდში რომ გული ბაგუნობს,
ბრინჯაოს ბარაბნებია!
როგორ ელოდა სილაღეს
ეს გული, როგორ ელოდა!
როგორ ელოდა ზეცისკენ
ამართვას სადღეგრძელოთა!
არ ვიცი, როგორ გავუძლებ
ციური ცეცხლის გიზგიზებს,
გიტარა ტირის ხელებში,
ყელში ფლეიტა კისკისებს,
ჩვენც ავიჭრებით ღრუბლებში,
სადაც უსაზღვრო სივრცეა,
სადაც უფალი დაგვიწერს
გალობის თეთრ ოდისეას,
იქ, სადაც ქორწინდებიან
ქართული ხმა და მორალი,
სადაც წითლდება დაისი,
ვით გოგო ნაამბორალი,
სადაც რითმების ორკესტრი
და მოგრიალე დოლია,
დღეს ვიბადებით მეორედ,
სულ გაქრა მელანქოლია!
თავებზე გვადგას გვირგვინი,
სახეზე გვადევს ალმური,
სულში კი უკრავს მუსიკა,
ფურცლებზე ცეკვა "კალმური",
დღეს ვარსკვლავებთან ვიცეკვებთ
და გადავიფრენთ მთვარეზე,
რომ სახეებზე ვამეფოთ
ღიმილი მოასპარეზე,
დუმილო, დარდო, ტირილო,
წადით და კარგად მეყოლეთ,
რა დროს თქვენა ხართ, დოლს ვუკრავ,
ვარ პოეზიის მედოლე!
kvela stropi lamazia dzaan!.... klas!......