ერთი ახალგაზრდა მოსკოველია, მეორე ხანში შესული ოდესელი ებრაელი. მთელი მგზავრობის განმავლობაში ებრაელს ხმა არ ამოუღია. ახალგაზრდამ ერთხელ ჰკითხა_რომელი საათიაო და ამის პასუხად ებრაელი მეორე გვერძე გადაბრუნდა. მოსკოველს ეწყნა მაგრამ ხმა არ ამოუღია. ის ღამე გათენდა. მეორე დილას ახალგაზრდას გულმა ვერ მოუთმინა და ებრაელს ისევ გამოელაპარაკა:
_რაშია საქმე, თქვენთვის ხომ არაფერი მიწყენინებია?! მხოლოს საათი გკითხეთ და თვენ პასუხი არ მაღირსეთ.
_არ გეგონოთ, პასუხს გამადლიდეთ ყმაწვილო, მაგრამ თქვენთვის რომ მეპასუხა, ჩვენ შორის აუცილებლად საუბარი გაიმართებოდა, რასაც ურთიერთგაცნობა და საბოლოო ჯამში მისამართების გაცვლა მოჰყვებოდა. სულ მალე ჩვენი მატარებელი ოდესაში ჩავიდოდა, იქ ჩასული კი მერწმუნეთ, სასტუმროში ადგილს ვერ იშოვიდით. ადგებოდით და მე დამირეკავდით. მე რაღა თქმა უნდა, სახლში მიგიპატიჟებდით. თქვენ ერთი ორს იუარებდით და ბოლოს მაინც დამთანხმდებოდით. მე კი სახლში ახალგაზრდა ქალიშვილი მყავს_სარა. თქვენ იგი აუცილებად მოგეწონებოდათ. დაპატიჟებდით კინოში, თეატრში, დისკოთეკაზე და ადრე თუ გვიან ინტიმურ კავშირსაც დაამყარებდით. მერე თქვენ წახვიდოდით, სარა კი "საინტერეო მდგომარეობში" დარჩებოდა. შემდეგ მე შევიტყობდი მომხდაქრის შესახებთქვენ საძებნელად წამოვიდოდი. გიპოვიდით და სარას მდგომარეობის შესახებ გაცნობებდით. თქვენ როგორც წესიერი ახალგაზრდა ცოლად მოიყვანდით. აი სწორედ ამ დროს გავიფიქრე, რა ჯანდაბათ მინდა ისეთი სიძე, რომელსაც საკუთარი საათი არა აქვს-მათქი?!
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев