ახლაგაზრდა მსახიობი და მოცეკვავე, დემეთ ოზდემირი დაიბადა 1992 წლის 26 თებერვალს კოჯაელიში, როდესაც დემეთი 8 წლის იყო მისი მშობლები განქორწინდნენ, ხოლო დემეთი დედასთან ერთად სტამბოლში გადავიდა, მან დაამთავრა საშუალო სკოლა, საღამოობით ესწრებოდა გაკვეთილებს, პარალელურად კი ცეკვავდა. საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ 2 წელი სწავლობდა "შახიკი თეკანდის" თეატრალურ სტუდიაში. დემეთის პირველი როლი სარეკლამო იყო. დემეთი 2009 წელს მოცეკვავის ამპლუაში გადაიღეს მუსტაფა სანდალის ვიდეო რგოლში "Ateş et ve Unut" . 2012 წელს "პეგასუს ეარლაინის" რეკლამაში გადაიღეს. რაღაც პერიოდის განმავლობაში დემეთი ცეკვავდა თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კალათბურთის გუნდის, Anadolu Efes- ის მხარდასაჭერ ჯგუფში სახელწოდებით Efes Kizlari.
#დეფო
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 6