Предыдущая публикация
და იმის გარდა სხვა არვინ გინდა
როცა შენს გრძნობას არვის აკარებ
მე მაგ სიყვარულს ვეძახი წმინდას!
როცა ცხოვრებით ნატანჯ-ნაწვალებს
მაინც ფეხზე ხარ ყველაფერს იტან
ცრემლისგან მუდამ დანამულ თვალებს
მე მაგ სიყვარულს ვეძახი წმინდას!
როცა გინდა რომ სულ გვერდით გყავდეს
მაინც ვერაფრით ვერ ახწევ მიზანს
შენ კი არა თმობ იბრძვი წასვლამდე
მე მაგ სიყვარულს ვეძახი წმინდას!
როცა მის სახეს სხვებსას ადარებ
მოგონებები გულსაც რომ გიკლავს
ცოტა ხნით მაგ შენ ჭიას ახარებ
მე მაგ სიყვარულს ვეძახი წმინდას!
როცა შეაღებ იმ ქვეყნის კარებს
მისი ხელი კი მოგაყრის მიწას
დაწყნარებული აღარ გრძნობ დარდებს
მე მაგ სიყვარულს ვეძახი წმინდას!
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1