- ქალი მიყვარს ლამაზი და მაცდური
ხანჯლის წვერზე მოცეკვავე თვალებით
მათრობელა ღვინოსავით შუშხუნა
სიზმარშიც რომ ვერ სად დაემალები.
ვნებიანი როგორც ღამის წყვდიადი
მთვარის კალთა მუხლისთავს რომ აკვრია
კაცის ხელის შეხება და ამბორი
გულისპირს რომ სურვილებად აცხია.
ქალი? - ქალი მიყვარს ამაყი და ძლიერი
ცრემლის ცვენაც მარგალიტით შემკული
ქამანდად რომ გადმოგიგდებს ღირკილოს
ფარად უჩანს წარბი კუშტად შეკრული.
ტყედ გაჭრილი ირმის ტანის ლაზათით
კლდის შვერილზე ამოსული ღიღილო
ცხადის სიზმრად, სიზმრის ცხადში ახდენა
სურვილებში მონავარდე მიმინო.
ქალი? - ქალი მიყვარს ქალური ვით შროშანი
ნიჟარაში ჩამწყვდეული სიგიჟე
რომ გაექცე გინდა მთების გადაღმა
და მაინც რომ სურვილებში მიგიმწყვდევს.
ქალი - ? ქალი მიყვარს მწვერვალებზე ზვიადი
სიყვარულში ავაზასთან შეკრული
ქალი? - ქალი მიყვარს ამაყი და ძლიერი
მაგრამ მაინც ქალურობით შემკული.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев