ვქმნიდი უმზეოს ვქმნიდი ნაღვლიანს...
არადა ხალხო მზე ანათებდა ...
მე ვიგონებდი დღესა დარდიანს...
სად იყო თოვლი ფიფქის ნატრული...
მე ვწერდი ბარდნის გულის სიღრმეში..
ისე გავიდა ეს ზამთრის დღენიც...
ვიყავი ფიფქის მოსვლის იმედში...
დააგვიანდა ვამბობ გაზაფხულს...
ტოტები კვირტებს უცდის წუხილით...
მე გატყუებდით ეს გაზაფხულიც ...
უწინ მოვიდა ჭექა ქუხილით...
ქარი მიმტვრევდა ფანჯრებს მიჯნურად...
სიოც კი არსად აღმომჩენია...
სხვის სიყვარულზე ნაწერ ლექსებში...
ჩემი ტრფიალი გამომრჩენია..
არ დაუჯეროთ პოეტის აზრებს...
არ დაუჯეროთ მის ლამაზ რითმებს...
პოეტი ლექსებს უგულოდ დასწერს..
და თვენს გრძნობებს კი მარყუჟით ითრევს....
ეს პატიმრობაც მე მოვიგონე.
ეს კარფანჯარაც კლიტით ნაკეტი...
ისე დავფრინავ როგორც ბეღურა...
დილით ბრენდებში, ღამით მარკეტში...
და ეს ცრემლები ხომ მართალია
დამდნარ სანთლიდან დამწვარ ფითილის...
ნუთუ ცრემლებიც მოგონილია ...
ნუთუ დარდებიც მწარე ქვითინიც...
დიახ ეს ჩემი ფანტაზიაა...
მე ვარ კალამი მე ვარ მელანი..
მე გავაცოცხლე ჩეში ფუფალა....
და აგატირეთ ირგვლივ ყველანი..
ვამტვრევ კინდერებს ცხოვრების სურპრიზს..
გესაუბრებით როგორც ციგანი...
კარტი გავშალე ცხოვრების გზაზე..
აბა ვის გინდატ ერთი მკითხავი...
მეც ვნახე სიზმრად როგორც კონკია..
სამი კაკალი ქოში და ეტლი...
დილით სხვის სახლში გარვიძებული...
იყო და არა, იყორას გეტყვით...
19.02.2025.
#მლ
მაია ლამაზოშვილი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1