-მე რა უნდა ვთქვა ადამიანზე!
გამეღიმა ... მერე შუბლი ფიფქებისგან დაფარულ მინას მივადე და ვიგრძენი როგორ წამოვიდა ჩემში სიცივე...
ის ქალი გამახსენდა შვილს ჩემთან თამაშსს რომ უშლიდა, მაშინ ბავშვი ვიყავი და გასაგებია ვერ ვხვდებოდი მიზეზსს მაგრამ, ახლაც იგივე გაურკვევლობაში ვარ.
ჰოო ადამიანი გიღალატებს!
ადამიანი შეგიყვარებს!
ადამიანი გაგძარცვავს!
ადამიანი გიპატრონებს!
ადამიანით გაიხარებ!
ადამიანი გაგაუბედურებს!
ადამიანით ამაღლდები!
ადამიანითვე დაენარცხები მიწას!
ადამიანით შეიძლება მოკვდე და ადამიანის სიყვარულითვე შეიძლება გადარჩე!
ადამიანი გასწავლის თვითონ ადამიანობას და ადამიანივე გაგიძარცვავს სიყვარულით ავსებულ გონებას!
ყველგან სადაც წახვალ ადამიანია.
ქუჩაში სიცივისგან მობუზულ მიუსაფარ ძაღლს სევდით გახედავ , შეგეცოდება , ადამიანზეც იგივეს განიცდი მაგრამ, გეშინია ახლოს მისვლის , რა იცი რით დაგუბრუნებს უანგაროდ გაცემულ სიკეთეს.
ადამიანია ის ვინც სიკვდილს განატრებს და მერე კიდე დაგცინებს იმ სიკვდილზე რომლის განაჩენი თვითონ გამოგიტანა.
ვისგანაც არ ელოდები ზუსტად ის ადამიანი გაგწირავს, გაგანადგურებს , გადაგთელავს და აი ვინც შენი მტერი გგონია შეიძლება ზუსტად იმან მოვიდეს და გადაგარჩინოს...
სამყაროში სადაც ყველაფერი ხდება , არიან ადამიანები რომელთა ,, ავტოგრაფები,, ყველგან წერია.
ჩვენ ყველანი ერთმანეთის წინაშე ნებით თუ უნებლიედ უბედურებისა და ბედნიერების მიზეზები ვხდებით.
ხანდახან მაინც რაა ეს ყველაფერი უერთმანეთოდ? ან რამდენი ხანი გაძლებ უადამიანოდ ?!
ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამომიყვანა , ადამიანი მირეკავდა, დამდეგი შობა - ახალი წელი მომილოცა.
ნეტა ჩემი თავი რამ გაახსენათქო გავიფიქრე და მაინც მესიამოვნა.
კარგია ადამიანების გამოჩენა წარსულიდან.
და მაინც ერთი კითხვა მუდმივად მაწვალებს
-ვინ არის ადამიანი?!
და საერთოდ ,ვინა ვართ უერთმანეთოდ?!
/ირინა იოსებაშვილი/
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2