და ახალ წელს ნახვის ხესთან ისევ ისე მარტო ვხვდები.
მოლოდინსაც მოსდებია ვერცხლისფერი უხვი ჭვავლი..
ამიყვავდა ეს ზამთარიც თეთრ ფიფქებად დაუმჭკნარი...
ჩემს გრძნობებში მოსაუბრე მიდარაჯებს შენი თვალი...
ვით ბულბული საგალობელს ელოდება ვარდი ხვალის...
ანგელოზებს ციდან მოწყვეტს ნაფიქრალი შეუმკრთალი...
ახალიწლის ღამეს ათევს ტყეს ნათოვლი გაუკვალი...
ან რად მიღირს ეს ლოდინი სახეს წლები ანაოჭებს...
გამწვანებულ ნაძვის ხეებს ეს სითეთრე გააოცებს....
შენზე ფიქრი მარტოსულსაც, გრიგალივით ეომება...
რძის ქაფივით გაქათქათდა და ნაბიჯებს ელოდება...
მე კი ვდგავარ ნაძვისხესთან პოეტური მომდის აზრი...
ახალი წლის ღამე დგება ვეფერები დღეებს გავლილს...
ეს ლექსები რითმებისთვის მარტო დადის სანადიროდ...
და ლოდინი უცდის აჩრდილს ჩემს სუფრასთან სანადიმოდ...
#მლ
24.12.2024
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4