აღარ ვარ ნაწყენი ყველას ვაპატიე....
დღესაც განვაახლე ჩემი სურვილები...
ყველა გულის სითბოს ვეღარ ჩავატიე...
ჩამოვრჩი ცხოვრებას გამექცა წუთები..
მთვარესთან პაემნის ძველ ადგილს ვჩერდები..
სახეზე დამეტყო წარსულის ნაოჭი..
ნახატი ქალივით სულაც არ ვბერდები...
ციალით მოწყდება ცას ვარსკოლავი...
ობოლი ჩემსავით გაჰყვება სამყაროს...
ცხოვრების ფურცელი რამდენჯერ დავხიე ...
რამდენჯერ გავცოცხლდი სიკვდილის სანაცვლოდ..
ადვილი როდია ფერფლიდან წამოდგე...
სხვის დარდი ჩაიცვა შენის სანაცვლოდ...
სახეზე ნაჩხაპნი ღიმილით იარო...
და შენი ფესვები სხვის მიწას ანაცვლო..
დღესაც გულიდან მომგლიჯეს ფოთოლი...
მარტოსულ ხესავით, ნარჩენი კენწეროს...
ვერმივდევ სამყაროს ჩამოვრჩი ტრიალში....
ჩემს ბედის წიგნში რაც გინდა ეწეროს...
ყველას ვაპატიე არავარ ნაწყენი..
სიცოცხლეს ახლიდან გავუშლი ტოტებს...
მე ისევ ძველ ადგილას ვზივარ და ვუცდი..
მთვარის სონეტიდან ნამღერ ნოტებს...
12.12.2024
#მლ
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев