Предыдущая публикация
დო... რე... მი... ფა... სო... ლა... სი..
მომიყევით თქვენ რა წვიმას მღერით..
რა ამინდი მოდის პიანინოსი...
სახლის კარი ღიაარის მუდამ ...
წვიმას როგორ დავუხურო გული...
როცა მისი აკორდები უკრავს...
როცა ამინდს გამები აქვს რთული...
დაუკარი დღესაც კიდევ წვიმავ...
კლდეს ასკდება ჰანგები და ლექსი...
იქნებ დოღში შეეჯიბრო რითმას...
ცავ.. იელვე გააღვიძე ზევსი ...
ჩემი გული შემოიყრის ნისლებს...
და აკორდი წვიმის უკრავს ცოტას...
ნუთუ ტაში დაავიწყდა კონცერტს...
ან დარბაზში არვინ უსმენს მოცარტს...
დილით მზეო ნუ ამოხვალ ცაზე...
მეც მაცალე ხასიათი ნისლის...
დარდებიან წვიმის წვეთით დამბალს...
ნუ გამაშრობ მზეო შენი სიცხით...
13 12.2024
#მლ
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев