Предыдущая публикация
რა გტკივა.
ტკივილი ლექსი არ არის,
საყვარელი სტროფი
ამოწერო
და ვიღაცეებს უკითხო
თავის მოსაწონად.
ხმამაღლა,
სუფრაზე,
შეკრების ადგილებში,
დაბადების დღეებზე,
ან და საერთოდ
ვიღაცის
თხოვნით.
ტკივილი უფრო ერთიანად შეკრებილი,
გაწელილად დაწერილი პროზაა,
რომ კითხულობ
და
კითხულობ
და გინდა
სადმე გაჩერდე,რომელიღაც თავზე
და გითრევს და
ვერაფრით ანებებ
და არაფრით განებებს
თავს.
ხმამაღლა იღრიალებ -
მორჩა!
და წიგნს ხურავ,
მაგრამ
სადაც გაჩერდი იმ ადგილზე
მაინც ტოვებ სანიშნეს."
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2